YouVersion Logo
Search Icon

იგავ. 4

4
მამობრივი დარიგება
1ისმინეთ, შვილებო, მამის დარიგება, ყური დაუგდეთ სიბრძნის შესაცნობად.
2რადგან კარგი შეგონება მოგეცით თქვენ, ჩემს მოძღვრებას ნუ განაგდებთ.
3რადგან მეც შვილი ვიყავი მამაჩემისა, სათუთი და ერთადერთი – დედის წინაშე,
4ის მასწავლიდა და მეუბნებოდა: „დაიკავოს შენმა გულმა ჩემი სიტყვები, შეინახე ჩემი მცნებები და იცოცხლებ.
5შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გაგება, ნუ დაივიწყებ და ნუ გადაუხვევ ჩემს ნათქვამს.
6ნუ განაგდებ მას და ის შეგინახავს შენ, გიყვარდეს იგი და დაგიცავს შენ.
7სიბრძნის სათავეა სიბრძნის შეძენა, მთელი შენი შენაძენით გაგება შეიძინე.
8განადიდე იგი და აღგამაღლებს შენ, პატივს გცემს, თუ შემოეხვევი მას.
9ის დაგადგამს თავზე მშვენიერ გვირგვინს, დიდებულ ჯიღას მოგიძღვნის შენ.“
10ისმინე, შვილო ჩემო, და მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიმრავლდება შენი სიცოცხლის წლები.
11მე მიგითითე შენ სიბრძნის გზაზე, წაგიძეხი სწორ ბილიკზე.
12შენი სვლისას არ შევიწროვდება შენი ნაბიჯი და თუ გაიქცევი, არ წაბორძიკდები.
13ჩაეჭიდე დარიგებას, ნუ შეეშვები, დაიცავი, რადგან შენი სიცოცხლეა იგი.
14უკეთურთა კვალზე ნუ ივლი და ბოროტთა გზას ნუ დაადგები.
15მიატოვე იგი, ნუ გაივლი მასზე, გადაუხვიე მისგან და გაიარე.
16რადგან არ დაიძინებენ ისინი, სიბოროტე თუ არ ჩაიდინეს, და ძილი გაუკრთებათ, თუ არ დააბრკოლეს,
17რადგან უკეთურების პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოს სვამენ.
18მართალთა კვალი განთიადივითაა, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება შუადღემდე.
19უკეთურთა გზა წყვდიადივითაა, არ იციან, რაზე წაიბორძიკებენ.
20შვილო ჩემო, ჩემს სიტყვებს მოუსმინე, ჩემს ნათქვამს ყური მიაპყარი,
21არ მოშორდნენ ისინი შენს თვალებს, შეინახე შენი გულის წიაღში.
22რადგან ისინი სიცოცხლეა მათი მპოვნელისათვის და კურნებაა მთელი მისი ხორცისათვის.
23ყველაზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები.
24მოიცილე მზაკვრობა და ბაგეთა სიბილწე.
25შენმა თვალებმა პირდაპირ იცქირონ და შენი მზერა სწორად წარიმართოს შენს წინაშე.
26გათელე სარბიელი შენი ფეხისა და ყოველი შენი გზა განმტკიცდება.
27ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ, განარიდე შენი ფეხი ბოროტებას.

Currently Selected:

იგავ. 4: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy