YouVersion Logo
Search Icon

მსაჯ. 17

17
მიქას კერპები
1და იყო კაცი ეფრემის მთიდან, და სახელად ერქვა მიქაიეჰუ.
2და უთხრა მან თავის დედას: „ათას ასი ვერცხლი, რომელიც წაღებულია შენგან და რომლის გამოც დაიწყევლე და ჩემს გასაგონადაც თქვი, აჰა, ეს ვერცხლი ჩემთანაა, ჩემი აღებულია.“ და თქვა დედამისმა: „კურთხეულ იყავ, შვილო ჩემო, უფლის მიერ!“
3და დაუბრუნა მან ათას ასი ვერცხლი თავის დედას. და თქვა დედამისმა: „შეწირვით შემიწირავს ჩემი ხელით ეს ვერცხლი უფლისათვის ჩემი ძის სახელზე, რათა გაკეთდეს მისგან ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი. და ახლა შენთვის დამიბრუნებია.“
4და როცა მან დაუბრუნა ის ვერცხლი დედამისს, და აიღო დედამისმა ორასი ვერცხლი, და მისცა გადამდნობელს, და გააკეთა მან ქანდაკი; და იდგა იგი მიქაიეჰუს სახლში.
5ამ კაცს, მიქას, ჰქონდა ღვთის სახლი. და გააკეთა მან ეფოდი და თერაფიმი. და აკურთხა ერთ-ერთი თავისი ვაჟი. და ჰყავდა იგი მღვდლად.
6იმ დღეებში ისრაელს მეფე არ ჰყავდა და, ვისაც რა უნდოდა, იმას აკეთებდა.
7და იყო ერთი ყმაწვილი იუდას ბეთლემიდან, და ლევიანი იყო იგი და იქ ცხოვრობდა.
8და ეს კაცი წავიდა ქალაქიდან, იუდას ბეთლემიდან, რათა იქ შეხიზნულიყო, სადაც ადგილს ნახავდა, და მიადგა მიქას სახლს ეფრემის მთაში, თავისი გზით მიმავალი.
9და ჰკითხა მას მიქამ: „საიდან მოდიხარ?“ და უთხრა: „ლევიანი ვარ იუდას ბეთლემიდან და მივდივარ, რომ ხიზნად დავდგე, სადაც ადგილს ვნახავ.“
10და უთხრა მას მიქამ: „დარჩი ჩემთან და გამიხდი მამად და მღვდლად; წლიურად ათ ვერცხლს მოგცემ, ასევე სამოსელსა და საზრდოს.
11და დაყაბულდა ლევიანი დარჩენილიყო იმ კაცისას, და გახდა ყმაწვილი მისთვის, როგორც ერთი მისი ძეთაგანი.
12და აკურთხა მიქამ ლევიანი, და გახდა ეს ყმაწვილი მისი მღვდელი და ცხოვრობდა მიქას სახლში.
13და თქვა მიქამ: „ახლა ვიცი, სიკეთეს მომაგებს უფალი, რადგან ლევიანი მყავს მე მღვდლად.“

Currently Selected:

მსაჯ. 17: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy