Exodus 8
8
1და უთხრა უფალმა მოსეს: „მიდი ფარაონთან და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახურონ! 2და თუ უარს იტყვი გაშვებაზე, მაშინ მე მოვწყლავ მთელ შენს ქვეყანას ბაყაყებით. 3და გაივსება მდინარე ბაყაყებით, და ამოვლენ და შეესევიან შენს სახლს, შენს საწოლ ოთახს, შენს სარეცელს, შენს მსახურთა და შენი ხალხის სახლებს, შენს თონეებს და შენს ვარცლებს. 4და თვით შენ, შენს ხალხს და ყველა შენს მსახურს დაეხვევა ბაყაყი.’“ 5და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს: ‘მოუღერე შენი კვერთხი მდინარეებს, ნაკადულებს და ტბებს, და ამოიყვანე ბაყაყები ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.’“ 6და მოუღერა ხელი აარონმა ეგვიპტის წყლებს და ამოვიდნენ ბაყაყები და დაფარეს ეგვიპტის ქვეყანა. 7და გააკეთეს იგივე გრძნეულებმა თავიანთი ჯადოქრობით. და ამოიყვანეს ბაყაყები ეგვიპტის ქვეყანაზე.
8მოუხმო ფარაონმა მოსეს და აარონს და უთხრა: „შეევედრეთ უფალს, რათა მოგვაშოროს ბაყაყი მე და ჩემს ხალხს, და გავუშვებ ამ ხალხს, რომ შესწირონ მსხვერპლი უფალს.“ 9და უთხრა მოსემ ფარაონს: „მიბრძანე, როდის ვილოცო შენთვის, შენს მსახურთათვის და შენი ხალხისათვის, რომ მოგაშოროთ ბაყაყი შენ და შენს სახლებს, და მხოლოდ მდინარეში დატოვოს?“ 10და თქვა: „ხვალ.“ მოსემ უპასუხა: „იყოს შენი სიტყვისამებრ, რათა გაიგო, რომ არ არსებობს მსგავსი ჩვენი უფალი ღმერთისა. 11და მოგშორდებათ ბაყაყი შენ და შენს სახლებს, შენს მსახურთ და შენს ხალხს. მხოლოდ მდინარეში დარჩებიან.“ 12გამოვიდნენ მოსე და აარონი ფარაონისგან. და შეჰღაღადა მოსემ უფალს ბაყაყთა გამო, ფარაონს რომ მიუსია. 13და გააკეთა უფალმა მოსეს სიტყვისამებრ. და დაიხოცა ბაყაყი სახლებში, ეზოებსა და მინდვრებში. 14და დაახვავეს ისინი გროვებად და ამყრალდა ქვეყანა. 15და იხილა ფარაონმა, რომ მოხდა შემსუბუქება, და გაისასტიკა გული და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
16და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს, მოიღეროს თავისი კვერთხი და დაჰკრას მიწის მტვერს, და გადაიქცევა მტვერი მუმლად მოედება მთელს ეგვიპტეს.“ 17ასეც გააკეთეს: და მოიღერა აარონმა კვერთხი და დაჰკრა მიწის მტვერს, და მოედო მუმლი კაცსა და პირუტყვს. მიწის მთელი მტვერი მუმლად იქცა ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე. 18იგივეს გაკეთება სცადეს გრძნეულებმა თავიანთი ჯადოქრობით, რათა გამოეყვანათ მუმლი, მაგრამ ვერ შეძლეს. და ეხვია მუმლი კაცსა და პირუტყვს. 19და უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: „ღვთის ხელია ეს!“ და გაისასტიკა გული ფარაონმა, და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.#ლკ 11:20.
20და უთხრა უფალმა მოსეს: „ადექი დილაადრიან და წარუდექი ფარაონს. და როცა გამოვა წყალთან, უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახურონ. 21თუ არ გაუშვებ ჩემს ხალხს, მოგისევთ შენ და შენს მსახურებს, შენს ხალხს, შენს სახლებს ბუზანკალს და აივსება ბუზანკალით ეგვიპტელთა სახლები და ის მიწაც, სადაც ისინი არიან. 22გამოვარჩევ იმ დღეს გოშენის მხარეს, სადაც დგას ჩემი ხალხი, რომ არ იყოს იქ ბუზანკალი, რათა იცოდე, რომ ქვეყნის შუაგულში ვარ მე, უფალი. 23გავარჩევ ერთმანეთისგან ჩემს ხალხს და შენს ხალხს. ეს ნიშანი ხვალ გამოჩნდება.’“ 24გააკეთა უფალმა, როგორც თქვა, და შეესია დიდძალი ბუზანკალი ფარაონის სახლს და მის მსახურთა სახლებს, და ეგვიპტის მთელ ქვეყანას. მოსრა ქვეყანა ბუზანკალმა.
25და მოუხმო ფარაონმა მოსეს და აარონს, და უთხრა: „წადით, შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს ამ ქვეყანაში.“ 26და თქვა მოსემ: „არ ეგების ამის გაკეთება, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ჩვენი მსხვერპლშეწირვა უფლის, ჩვენი ღმერთისადმი. მსხვერპლს რომ შევწირავთ მათ თვალწინ. განა არ ჩაგვქოლავენ? 27სამი დღის სავალზე წავალთ უდაბნოში და შევწირავთ მსხვერპლს უფალს, ჩვენს ღმერთს, როგორც ის გვიბრძანებს.“ 28და თქვა ფარაონმა: „გაგიშვებთ და შესწირეთ მსხვერპლი უფალს, თქვენს ღმერთს, უდაბნოში. ოღონდ შორს ნუ წახვალთ. შეევედრეთ ჩემთვის!“ 29თქვა მოსემ: „აჰა, მე გავდივარ შენგან და შევევედრები უფალს, რათა განშორდეს ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებს და მის ხალხს ხვალვე. ოღონდ ნუღარ მოიტყუება ფარაონი და გაუშვას ხალხი უფლისათვის მსხვერპლის შესაწირად.“
30გამოვიდა მოსე ფარაონისგან, და შეევედრა უფალს. 31და გააკეთა უფალმა მოსეს სიტყვისამებრ, და მოაშორა ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურთ და მის ხალხს. ერთიც არ დარჩენილა. 32მაგრამ ამჯერადაც გაიქვავა ფარაონმა გული და არ გაუშვა ხალხი.
Právě zvoleno:
Exodus 8: ქბსვ
Zvýraznění
Sdílet
Kopírovat

Chceš mít své zvýrazněné verše uložené na všech zařízeních? Zaregistruj se nebo se přihlas
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: