Exodus 7
7
1უთხრა უფალმა მოსეს: „იცოდე, ღმერთად დაგადგინე ფარაონზე და აარონი, შენი ძმა, შენი წინასწარმეტყველი იქნება. 2შენ იტყვი ყოველივეს, რასაც მე გიბრძანებ, და აარონი, შენი ძმა, ილაპარაკებს ფარაონთან, რათა გაუშვას ისრაელიანები თავისი ქვეყნიდან. 3და მე გულს გავუსასტიკებ ფარაონს და გავამრავლებ ჩემს ნიშნებსა და სასწაულებს ეგვიპტის ქვეყანაში.#საქ 7:36. 4არ მოგისმენთ თქვენ ფარაონი და ნახავს ეგვიპტე ჩემი ხელის ძალას, და დიდი სასჯელებით გამოვიყვან ჩემს ლაშქარს, ჩემს ხალხს, ისრაელიანთ, ეგვიპტის ქვეყნიდან. 5და შეიტყობენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი, როცა მოვუღერებ ხელს ეგვიპტეს და გამოვიყვან მათგან ისრაელიანთ.“ 6ასეც მოიქცნენ მოსე და აარონი. როგორც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის უფალს, ისე მოიქცნენ. 7მოსე იყო 80 წლისა, ხოლო აარონი 83 წლისა, როცა ფარაონს ელაპარაკნენ.
8და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: 9„თუ გეტყვით ფარაონი, სასწაული მოახდინეთო, მაშინ უთხარი აარონს, აიღოს თავისი კვერთხი და დააგდოს ფარაონის წინაშე. და გველად იქცევა კვერთხი.“ 10და მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და მოიქცნენ ისე, როგორც უფალმა ბრძანა. და დააგდო აარონმა თავისი კვერთხი ფარაონისა და მისი მსახურების წინაშე, და იქცა იგი გველად. 11და უხმო ფარაონმა თავის ბრძენკაცებსა და მისნებს და გააკეთეს მათაც, ეგვიპტელმა გრძნეულებმა, იგივე თავიანთი ჯადოსნობით. 12დააგდო თითოეულმა თავისი კვერთხი, და იქცნენ ისინი გველებად. და შთანთქა აარონის კვერთხმა მათი კვერთხები. 13გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ მოუსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
14და უთხრა უფალმა მოსეს: „გული გაუქვავდა ფარაონს, უარზეა გაუშვას ხალხი. 15წადი ფარაონთან დილით. აჰა, გამოვა წყალთან და შენც დახვდი მდინარის პირას და კვერთხი, გველად რომ იქცა, ხელში გეჭიროს. 16და უთხარი მას: უფალმა, ებრაელთა ღმერთმა, მომავლინა შენთან ამის სათქმელად: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ უდაბნოში.’ და აჰა, არ ისმინე აქამდე. 17და ასე თქვა უფალმა: ‘ამით შეიტყობ, რომ მე ვარ უფალი: აჰა, კვერთხს, ხელში რომ მიჭირავს, დავკრავ მდინარის წყალს, და იქცევა სისხლად.#გცხ 16:4. 18გაწყდება თევზი მდინარეში, აყროლდება მდინარე და ვეღარ დალევენ ეგვიპტელნი იმ წყალს.’“ 19და უთხრა უფალმა მოსეს: „ასე უთხარი აარონს, აიღე-თქო შენი კვერთხი და მოუღერე ხელი ეგვიპტის წყალს, მდინარეებს და ნაკადულებს, და ჭაობებს და წყალთა ყოველ შესაკრებელს, და იქცევიან სისხლად, და სისხლი ჩადგება-თქო მთელი ეგვიპტის ქვეყანაში, თვით ხისა თუ ქვის ჭურჭელში.“
20და ისე მოიქცნენ მოსე და აარონი, როგორც უფალმა ბრძანა. და აღმართა მან კვერთხი, და დასცა მდინარის წყალს ფარაონისა და მის მსახურთა თვალწინ, და იქცა სისხლად მდინარის მთელი წყალი. 21და თევზი მდინარისა გაწყდა და აყროლდა მდინარე, და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელნი მის წყალს. და დაგუბდა სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაში. 22და იგივე გააკეთეს ეგვიპტის გრძნეულებმა თავიანთი ჯადოქრობით. და გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ უსმინა მოსეს და აარონს, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. 23გატრიალდა ფარაონი და წავიდა სახლში. არც ამას შეუძრავს მისი გული. 24და თხრიდნენ ეგვიპტელნი მდინარის გაყოლებაზე ჭებს, რომ ეპოვათ სასმელი წყალი, რადგან ვეღარ სვამდნენ მდინარის წყალს.
25და შესრულდა შვიდი დღე მას მერე, რაც უფალმა მდინარეს დაჰკრა.
Právě zvoleno:
Exodus 7: ქბსვ
Zvýraznění
Sdílet
Kopírovat

Chceš mít své zvýrazněné verše uložené na všech zařízeních? Zaregistruj se nebo se přihlas
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: