Exodus 6
6
1უთხრა უფალმა მოსეს: „ახლა იხილავ, რასაც დავმართებ ფარაონს, რადგან მაგარი ხელი აიძულებს მას გაუშვას ებრაელები და მაგარი ხელი აიძულებს მას გაყაროს ისინი თავისი ქვეყნიდან.“
2და ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა: „მე ვარ უფალი! 3მე გამოვეცხადე აბრაამს, ისააკს და იაკობს ყოვლადძლიერ ღმერთად, ხოლო ჩემი სახელი – უფალი – არ გამიმხელია მათთვის.#დაბ 17:1; 28:3; 35:11; გამ 3:13-15. 4და დავუდე აღთქმა, რომ მივცემდი მათ ქანაანის ქვეყანას, სადაც ხიზნობდნენ ისინი. 5და მე ვისმინე კვნესა ისრაელიანთა, რომელნიც ეგვიპტელებს მონობაში ჰყავთ, და გავიხსენე ჩემი აღთქმა. 6ამიტომ ამცნე ისრაელიანთ: მე ვარ უფალი, მე გამოგიხსნით ეგვიპტელთა უღლიდან, და გაგათავისუფლებთ მათი მონობისგან. მე გიხსნით მოღერებული მკლავით და დიდი სასჯელების ძალით. 7მიგიღებთ ჩემს ხალხად და მე ვიქნები თქვენი ღმერთი, და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენი დამხსნელი ეგვიპტის უღლიდან. 8მე მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი აბრაამს, ისააკს და იაკობს. და ახლა თქვენ გაძლევთ მას დასამკვიდრებლად. მე ვარ უფალი.“ 9ასე ელაპარაკა მოსე ისრაელის ძეთ, მაგრამ მათ არ მოუსმინეს სულმოკლეობისა და მძიმე მონობის გამო.
10და უთხრა უფალმა მოსეს: 11„მიდი, ელაპარაკე ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაუშვას ისრაელიანები თავისი ქვეყნიდან.“ 12ხოლო მოსემ უპასუხა უფალს: „აჰა, მე ისრაელის ძეთ არ მომისმინეს და რას მომისმენს მე ფარაონი, მე ხომ ენაბრგვილი ვარ?“ 13და ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უბრძანა მათ ისრაელიანთათვის და ფარაონისათვის, ეგვიპტის მეფისათვის, რომ გაეშვა ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან.
14ესენი არიან მთავრები თავ-თავიანთი მამის სახლებისა: ძენი რეუბენისა, ისრაელის პირმშოსი: ენოქი და ფალუ, ხეცრონი და ქარმი. ესაა რეუბენის საგვარეულო. 15ძენი სიმეონისა: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი, და შაული, ძე ქანაანელი ქალისა. ესაა სიმეონის საგვარეულო. 16ესენია ლევის ძეთა სახელები თაობების მიხედვით: გერშონი, კოჰათი და მერარი. იცოცხლა ლევიმ 137 წელი.#რცხ 3:17-20; 26:57, 58; 1ნშ 6:16-19. 17ძენი გერშონისა: ლიბნი და შიმეყი, თავ-თავიანთი საგვარეულოებით. 18ძენი კოჰათისა: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. და იცოცხლა კოჰათმა 133 წელი. 19ძენი მერარისა: მახლი და მუში. ესენია საგვარეულოები ლევისა მათი თაობების მიხედვით. 20მოიყვანა ყამრამმა ცოლად იოქებედი, თავისი მამიდა. და მან უშვა აარონი და მოსე. და იცოცხლა ყამრამმა 137 წელი. 21ძენი იცჰარისა: კორახი, ნეფეგი და ზიქრი. 22ძენი ყუზიელისა: მიშაელი, ელცაფანი და სითრი. 23მოიყვანა აარონმა ცოლად ელიშებაყი, ასული ყამინადაბისა, ნახშონის და; და მან უშვა მას ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი. 24ძენი კორახისა: ასირი, ელკანა და აბიასაფი. ესენია კორახის საგვარეულოები. 25ელეაზარმა, აარონის ძემ, ცოლად მოიყვანა ფუტიელის ასულთაგანი და მან უშვა მას ფინეხასი. ესენია ლევიანთა მთავრები თავ-თავიანთი საგვარეულოებით.
26ეს ის აარონი და მოსეა, რომელთაც უთხრა უფალმა: „გაიყვანეთ ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან მწყობრად.“ 27ესენი ელაპარაკებოდნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაეყვანათ ისრაელიანები ეგვიპტიდან, – ესენი იყვნენ მოსე და აარონი.
28იმ დღეს, როცა უფალი ელაპარაკებოდა მოსეს ეგვიპტის ქვეყანაში, 29უთხრა მას: „მე ვარ უფალი! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ყველაფერი, რასაც მე გეუბნები.“ 30და თქვა მოსემ უფლის წინაშე: „აჰა, მე ენაბრგვილი ვარ, და როგორ მომისმენს მე ფარაონი?“
Právě zvoleno:
Exodus 6: ქბსვ
Zvýraznění
Sdílet
Kopírovat

Chceš mít své zvýrazněné verše uložené na všech zařízeních? Zaregistruj se nebo se přihlas
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა