Exodus 12
12
1და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ეგვიპტის ქვეყანაში:#ლევ 23:5; რცხ 9:1-5; 28:16; რჯ 16:1, 2. 2ეს თვე იყოს თქვენთვის თვეთა დასაბამი. პირველი იყოს ის თქვენთვის წელიწადის თვეებში. 3უთხარით ისრაელის მთელ თემს ასე: ამ თვის მეათე დღეს აიყვანოს თითოეულმა თითო კრავი ოჯახზე, თითო კრავი სახლზე. 4და თუ სახლეულობა მცირეა და კრავს ვერ მოერევა შესაჭმელად, მაშინ მან და მისი კარის მეზობელმა სულადობისამებრ აიყვანონ. ვარაუდი იქონიეთ, ვის რამდენის შეჭმა შეუძლია. 5თქვენი კრავი მამალი უნდა იყოს და უხინჯო, წელგამოვლილი. კრავის ნაცვლად შეგიძლიათ თიკანი აიყვანოთ. 6და თქვენთან გყავდეთ ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე; და დაკლას ისრაელის თემის მთელმა კრებულმა მწუხრის ჟამს. 7და აიღონ მისი სისხლი და წააცხონ იმ სახლის კარის ორივე წირთხლსა და კარისთავს, სადაც უნდა ჭამონ ის. 8ჭამონ ხორცი იმ ღამეს, ცეცხლზე შემწვარი. ხმიადები და მწარე მწვანილი მიატანონ. 9არა ჭამოთ უმად ან წყალში მოხარშული, არამედ ცეცხლზე შემწვარი, თავფეხიანად და გულ-ღვიძლიანად. 10დილისთვის ნუ მოირჩენთ, რაც მოგრჩებათ, ცეცხლში დაწვით. 11ასე ჭამეთ იგი: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გეცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. ეს უფლის პასექია. 12მე ჩავივლი ეგვიპტის ქვეყანაში იმ ღამით და მოვაკვდინებ ყოველ ეგვიპტელ პირველშობილს კაციდან პირუტყვამდე, და ეგვიპტის ყოველ ღმერთს განვსჯი. მე ვარ უფალი. 13და იყოს ის სისხლი თქვენთვის ნიშნად სახლებზე, სადაც თქვენ იმყოფებით. დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. და თქვენ არ მოგეკარებათ დამღუპველი სენი, როცა ეგვიპტელთა შემუსრვას დავიწყებ.
14იყოს ეს დღე თქვენთვის სამახსოვროდ და იდღესასწაულეთ იგი, როგორც დღესასწაული თქვენი უფლისა თაობიდან თაობამდე. საუკუნო წესად გქონდეთ ეს დღესასწაული.#გამ 23:15; 34:18; ლევ 23:6-8; რცხ 28:17-25; რჯ 16:3-8. 15შვიდ დღეს ხმიადი ჭამეთ. პირველი დღიდანვე მოიცილეთ საფუარი სახლებიდან, რადგან ვინც შეჭამს საფუარიანს, პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე, ის სული მოიკვეთება ისრაელიდან. 16პირველ დღეს წმიდა კრებაა და მეშვიდე დღესაც წმიდა კრება გექნებათ. არავითარი საქმე არ აკეთოთ იმ დღეებში. რაც თითოეულს საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს. 17და დაიცავით უფუარობა, რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან. და დაიცავით ეს დღე თაობიდან თაობამდე საუკუნო წესად. 18პირველი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოდან ოცდამეერთე დღის საღამომდე ხმიადი ჭამეთ. 19შვიდი დღე საფუარი არ იპოვებოდეს თქვენს სახლებში, რადგან ვინც საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის თემიდან – ხიზანი იქნება ის თუ ქვეყნის მკვიდრი. 20საფუარიანი არაფერი ჭამოთ. სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, ხმიადი ჭამეთ.
21და მოუხმო მოსემ ისრაელის ყოველ უხუცესს და უთხრა მათ: „აარჩიეთ კრავები თქვენ თქვენი საგვარეულოებისათვის და დაკალით პასექი. 22და აიღეთ უსუპის კონა და ამოაწეთ სისხლში, რომელიც თასშია, და წააცხეთ კარის ზედა ძელსა და ორივე წირთხლს. არავინ გამოხვიდეთ სახლის კარიდან დილამდე. 23და ჩაივლის უფალი ეგვიპტის შესამუსრად და იხილავს სისხლს კარის ზედა ძელსა და ორივე წირთხლზე და გვერდს ჩაუვლის უფალი თქვენს კარს და არ შემოუშვებს დამღუპველს თქვენს სახლებში შესამუსრად.#ებრ 11:28. 24წესად დაიცავით ეს თქვენთვის და თქვენს შვილთათვის უკუნისამდე. 25როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემთ უფალი, როგორც ამბობდა, იქაც დაიცავით ეს მსახურება. 26და როცა გეტყვიან თქვენი შვილები, ეს რა მსახურება გაქვთო? 27ეტყვით: პასექის მსხვერპლია-თქო უფლისადმი, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელიანთა სახლებს ეგვიპტეში, როცა მუსრავდა ეგვიპტეს და იხსნა ჩვენი სახლები.“ და მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანი სცა.
28წავიდნენ და ზუსტად ისე გააკეთეს ისრაელიანთ, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს და აარონს.
29და იყო, შუაღამით მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ვაჟი ეგვიპტის ქვეყანაში, თავის ტახტზე მჯდომი ფარაონის პირმშოდან დილეგში მჯდარი პატიმრის პირმშომდე, და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული.#გამ 4:22-32. 30ფეხზე დადგნენ იმ ღამით ფარაონი, მისი მსახურნი და მთელი ეგვიპტე, შეიქნა დიდი გლოვა ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, მკვდარი რომ არ ჰყოლოდათ. 31და მოიხმო ფარაონმა მოსე და აარონი ღამითვე, და უთხრა მათ: „ადექით, გადით ჩემი ხალხისგან, თქვენ და ყველა ისრაელიანი. წადით, ემსახურეთ უფალს, როგორც თქვით. 32წაასხით თქვენი ცხვარი და ძროხა, როგორც თქვით, და წადით. და მეც დამლოცეთ.“
33და აიძულებდნენ ეგვიპტელნი ხალხს, რომ სწრაფად გასულიყვნენ ქვეყნიდან. თორემ ყველანი დავიხოცებითო – ამბობდნენ ისინი. 34და წაიღო ხალხმა თავისი ცომი ვიდრე გაფუვდებოდა, და ვარცლები სამოსელში გამოიკრეს და ზურგზე ეკიდათ. 35და გააკეთეს ისრაელიანთ მოსეს სიტყვისამებრ, და ითხოვეს ეგვიპტელთაგან ვერცხლისა და ოქროს ნივთები, და სამოსელი.#გამ 3:21,22. 36უფალმა კეთილად გამოაჩინა თავისი ხალხი ეგვიპტელთა თვალში და მათაც ათხოვეს. და ასე გაძარცვეს მათ ეგვიპტე.
37და აიყარნენ ისრაელიანები რამზესიდან სუქოთისკენ, დაახლოებით 600 ათასი ქვეითი მამაკაცი, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. 38მათთან ერთად გამოვიდა მრავალი უცხოტომელი, და გამოირეკეს ცხვარ-ძროხის დიდი ფარები და ჯოგი. 39და აცხობდნენ ეგვიპტიდან წამოღებული უფუარი ცომის კვერებს, რადგან ვერ გაფუვდა ცომი, რაკი გამოდევნეს ეგვიპტიდან და ვერ შეძლეს დაყოვნება და ვერც საგზალი გაიმზადეს.
40ისრაელიანთა ეგვიპტეში ყოფნის ხანი 430 წელია.#დაბ 15:13; გლტ 3:17. 41430 წლის დასასრულს, სწორედ იმ დღეს გამოვიდა უფლის მთელი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან. 42მღვიძარების ღამე იყო ეს უფლისათვის ეგვიპტიდან მათ გამოსაყვანად. სწორედ ეს ღამეა უფლისათვის მღვიძარებისა ისრაელიანთათვის თაობიდან თაობამდე.
43და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: აჰა, წესი პასექისა: არც ერთმა უცხოტომელმა არ უნდა ჭამოს იგი. 44ყოველმა ნაყიდმა მონამ მაშინ ჭამოს იგი, თუ წინადაუცვეთ. 45ხიზანმა და მოჯამაგირემ არ უნდა ჭამოს იგი. 46ერთ სახლში უნდა შეიჭამოს. არ გაიტანოთ ის ხორცი სახლიდან გარეთ და მისი ძვალი არ დაამტვრიოთ.#რცხ 9:12; იო 19:36. 47ისრაელის მთელმა თემმა გააკეთოს ასე. 48თუ ვინმე უცხო შემოგეხიზნოს და უფლის პასექის გამზადება მოინდომოს, წინადაიცვითოს მასთან ყოველმა მამროვანმა და მაშინ შეუდგეს მის შესრულებას, და იქნება ქვეყნის მკვიდრივით. და არც ერთმა წინადაუცვეთელმა არ ჭამოს იგი. 49ერთი წესი ჰქონდეს მკვიდრსა და ხიზანს, თქვენში რომ დასახლდა.
50და ზუსტად ისე გააკეთეს ისრაელიანთ, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს და აარონს. 51სწორედ ამ დროს გამოიყვანა უფალმა ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან ლაშქრებად დაწყობილნი.
Právě zvoleno:
Exodus 12: ქბსვ
Zvýraznění
Sdílet
Kopírovat

Chceš mít své zvýrazněné verše uložené na všech zařízeních? Zaregistruj se nebo se přihlas
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა