Logo de l'Aplicació de la Bíblia
Icona de cerca

ზაქ. 5

5
ხილვა მფრინავი გრაგნილისა
1კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, აფრიალებული გრაგნილი.
2მითხრა: „რას ხედავ?“ ვუთხარი მე: „აფრიალებულ გრაგნილს ვხედავ, სიგრძით ოცი წყრთა არის, სიგანით – ათი წყრთა.“
3მითხრა: „ეს არის წყევლა, მთელ ქვეყანაზე გადმომავალი. რადგან ყოველი მპარავი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად და ყოველი მოფიცარი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად.
4გამოვიხმე, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და მიადგება მპარავის სახლს და ჩემი სახელის ცუდად მოფიცარის სახლს, დაიღამებს მის სახლში და მოსპობს მას, მის ხესა და ქვას.“
5გამოვიდა ანგელოზი, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: „აახილე თვალი და დაინახე, რა არის ეს, რომ ჩანს.“
6ვუთხარი: „რა არის-მეთქი?“ მითხრა: „ეს საწყაული ჩანს.“ და თქვა: „ეს არის მათი უკეთურება მთელს ქვეყანაზე.“
7აჰა, ტყვიის ნაჭერი ამოიწია და ერთი ქალი ზის შუაგულ საწყაულში.
8თქვა: „ეს არის უკეთურება.“ და ჩააგდო იგი საწყაულში და ტყვიის ზოდი დაახურა ზედ.
9ავახილე თვალი და დავინახე: აჰა, გამოჩნდა ორი ქალი და ქარი ჰქონდათ ფრთებში, ფრთებად კი წეროს ფრთები ჰქონდათ. და ასწიეს მათ საწყაული მიწასა და ცას შორის.
10ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა; „სად მიაქვთ-მეთქი ეს საწყაული?“
11მითხრა: „შინეარის ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ. და როცა მზად იქნება, თავის ადგილზე დაიდგმება იგი.“

S'ha seleccionat:

ზაქ. 5: GEO02

Subratllat

Copia

Compara

Comparteix

None

Vols que els teus subratllats es desin a tots els teus dispositius? Registra't o inicia sessió