სიბრძნე სოლომონისა 9
9
1„მამა-პაპათა ღმერთო და წყალობის უფალო, შენი სიტყვით რომ შეჰქმენი ყოველი,
2და შენი სიბრძნით დაჰბადე ადამიანი, რათა მბრძანებლობდეს შენს მიერ გაჩენილ ქმნილებებს,
3სიწმიდით და სიმართლით განაგებდეს ქვეყანას და წრფელი სულით სჯიდეს სამართალს,
4მიბოძე შენი თანამოსაყდრე სიბრძნე და ნუ გამომრიცხავ შენს მსახურთაგან,
5რადგანაც მონა ვარ შენი და ძე შენი მხევლისა; კაცი უმწეო და დღემოკლე; არმცოდნე მსჯავრისა და სჯულისა.
6რადგანაც თვით ყველაზე სრულქმნილიც კი ადამიანის ძეთა შორის არარად შეირაცხება შენი სიბრძნის გარეშე.
7შენ ამირჩიე შენი ხალხის მეფედ და შენსავ ძეთა და ასულთა მსაჯულად.
8მიბრძანე, ტაძარი ამეგო შენს წმიდა მთაზე და სამსხვერპლო – შენს სამკვიდრებელ ქალაქში, მსგავსებად წმიდა კარვისა, დასაბამითვე რომ განამზადე.
9შენთან არს სიბრძნე, რომლისთვისაც ცნობილია შენი საქმენი, რომელიც თან გახლდა, როცა ქმნიდი სამყაროს და რომელმაც იცის, რა ეამება შენს თვალს, ან რაა სწორი შენი მცნებების მიხედვით.
10მოავლინე იგი წმიდა ცათაგან და შენი დიდების ტახტიდან წარმოგზავნე, რათა შეეწიოს ჩემს შრომას და შემაცნობინოს, რა არის შენი მოსაწონი.
11და რაკი ყოვლისმცოდნეა, ბრძნულად წარმართავს ჩემს საქმეს და დამიფარავს თავისი დიდებით.
12შეწყნარებულ იქნებიან ჩემი საქმენი, სამართლიანად განვსჯი შენს ერს და მამაჩემის ტახტის ღირსი გავხდები.
13რომელ კაცთაგანს შეუძლია ჩასწვდეს ღვთის ზრახვას, ან ვინ შეიცნობს მის ნებას?
14რადგანაც მერყევია მოკვდავთა ფიქრი და მათი აზრი – უნდილი.
15ხრწნადი ხორცი ამძიმებს სულს და ეს მიწიერი კარავი ტვირთად აწევს ფიქრით სავსე გონებას.
16ძლივს ვხვდებით იმას, რაც მიწაზეა და გვიჭირს იმისი წვდომა, რაც ხელთა გვაქვს, ცისას კი ვინ რას გაიგებს?
17ან შენს ნებას ვინ შეიცნობდა, სიბრძნე რომ არ გებოძებინა და ზეგარდმო არ მოგევლინა შენი წმიდა სული?
18ასე გასწორდნენ მიწიერთა გზები, კაცნი მიხვდნენ, რა არის შენი მოსაწონი, და სიბრძნის წყალობით გადარჩნენ.“
S'ha seleccionat:
სიბრძნე სოლომონისა 9: GEO02
Subratllat
Copia
Compara
Comparteix
Vols que els teus subratllats es desin a tots els teus dispositius? Registra't o inicia sessió
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002