Logo de l'Aplicació de la Bíblia
Icona de cerca

ტობითი 9

9
1უხმო ტობიამ რაფაელს და უთხრა მას:
2„ყაზარია, ძმაო, თან წაიყოლე მსახური და ორი აქლემი; ჩადი მიდიის რაგეში გაბაელთან, წამოიღე ვერცხლი და ისიც მოიწვიე ქორწილში.
3რადგან რეღუელმა დამაფიცა, აქდან ფეხი არ მოიცვალოო.
4მამაჩემი კი დღეებს ითვლის, და თუ დიდხანს დავყოვნდი, ჩემი დარდით აღარ იქნება.
5წავიდა რაფაელი და გაბაელისას გაჩერდა; მისცა ხელწერილი, ხოლო მან გამოუტანა დაბეჭდილი ტომრები და მას ჩააბარა.
6დილაუთენია კი გზას გაუდგნენ და ქორწილში მივიდნენ. და აკურთხა ტობიამ თავისი ცოლი.

Subratllat

Copia

Compara

Comparteix

None

Vols que els teus subratllats es desin a tots els teus dispositius? Registra't o inicia sessió