Logo de l'Aplicació de la Bíblia
Icona de cerca

სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 14

14
1ნეტა იმ კაცს, ვინც არა სცოდა თავისი ბაგით და ცოდვის წუხილმა არ მოსწყლა.
2ნეტავი იმას, ვისაც არ ამწუხრებს თავისი სული და ვისაც არ წარკვეთია სასო.
3ძუნწის სიმდიდრეს სიკეთე არ ეთქმის; ქონება რად უნდა ბოროტს?
4ვინც საკუთარ სულს აკლებს და სხვებისთვის აგროვებს, მის ნაამაგარს სხვები შეიტკბობენ.
5თავისი თავისთვის ბოროტი ვისთვისღა იქნება კეთილი? ვერ იხარებს თავისი ავლადიდებით.
6არავინაა იმაზე უარესი, ვინც თავის თავსა მტრობს; აი, საზღაური მისი ბოროტებისა.
7სიკეთესაც რომ იქმოდეს, გულმავიწყობით იქმს და ბოლოს გამოამჟღავნებს თავის ბოროტებას.
8ბოროტია მოშურნე თვალის პატრონი, ზიზღით იბრუნებს პირს სულისაგან.
9ანგარის თვალს ვერ აძღებს ვერავითარი წილი; უსამართლობა ბოროტისა დააჭკნობს სულს...
10უკეთური თვალი პურსაც იშურებს და მწირია იმისი სუფრა.
11შვილო, შეძლებისდაგვარად კეთილი უყავ შენს თავს და უფალსაც ღირსეულად მიართვი შესაწირავი.
12გახსოვდეს, სიკვდილი არ დაახანებს და ჯოჯოხეთის აღთქმა ჯერაც დაფარულია შენთვის.
13ვიდრე პირში სული გიდგას, კეთილი უყავ მეგობარს, ხელი გაუწოდე და რაც შეგიძლია, უწილადე.
14ნუ მოიკლებ სიკეთის დღეს და წილი კეთილი ნატვრისა გვერდს არ აგივლის.
15განა სხვებს არ დაუტოვებ შენს ნაღვაწსა და ნაჯაფარს, რათა წილისყრით გაიყონ?
16გაეცი და მიიღე; ანუგეშე შენი სული, რადგანაც ჯოჯოხეთში ვეღარა ჰპოვებ სიამეს.
17ყოველი ხორცი, როგორც სამოსი, გაცვდება, რადგანაც უკუნისიდან ასეა: სიკვდილით უნდა მოკვდე.
18როგორც მწვანე ფოთლები დაბურული ხეზე – ზოგი ცვივა, ზოგი იშლება, ასევეა მოდგმაც სისხლისა და ხორცისა: ზოგი კვდება, ზოგი იბადება.
19ყოველი ნახელავი ხრწნადია და წარმავალი, ხოლო მასთან ერთად კვდება მისი შემქმნელიც.
20ნეტავი იმ კაცს, სიბრძნეს რომ ეწაფება და თავისი გონიერებით მსჯელობს,
21ვინც თავის გულში მოიაზრებს მის გზებს, მის იდუმალებასაც ეზიარება.
22მდევარივით მისდიე მას და გზად ჩაუსაფრდი.
23ვინც მის სარკმელში შეიხედავს, ის მის კართანაც მოისმენს.
24ვინც მის სახლთანა ტრიალებს, ის ჩააჭედებს მის კედელში ლურსმანს.
25მის გვერდით გამართავს თავის კარავს და კეთილ სავანეში განისვენებს.
26მის ჭერქვეშ დასხამს თავის შვილებს და მის წიაღში დაივანებს.
27მისი წყალობით დაიფარავს თავს სიცხისაგან და მის დიდებაში იცხოვრებს.

Subratllat

Copia

Compara

Comparteix

None

Vols que els teus subratllats es desin a tots els teus dispositius? Registra't o inicia sessió