დანიელ წინასწარმეტყველი 3

3
24დააბიჯებდნენ ისინი შუაგულ ცეცხლში, უგალობდნენ ღმერთს და აკურთხებდნენ უფალს.
25წამოიმართა ყაზარია, ამ შუა ცეცხლში ილოცა, გახსნა ბაგენი და წარმოსთქვა:
26„კურთხეული ხარ, უფალო, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, ქებულია და დიდებული შენი სახელი უკუნისამდე.
27რადგანაც მართალი ხარ ყველაფერში, რაც მოგვივლინე; ჭეშმარიტია შენი ყოველი საქმე, წრფელია შენი გზა და ჭეშმარიტია შენი მსჯავრი.
28შენი მართალი მსჯავრის აღსრულება იყო ყველაფერში, რაც მოგვივლინე; ჭეშმარიტია შენი ყოველი საქმე, წრფელია შენი გზა და ჭეშმარიტია შენი მსჯავრი. შენი მართალი მსჯავრის აღსრულება იყო ყველაფერი, რაც თავს დაგვატეხე ჩვენ და ჩვენი მამა-პაპის წმიდა ქალაქს – იერუსალიმს, რადგანაც ჭეშმარიტებითა და სიმართლით მოგვივლინე ყოველივე ჩვენი ცოდვების გამო.
29ვინაიდან ვცოდეთ და უსჯულოდ მოვიქეცით შენგან განდგომილნი; ყველაფერში შემცოდენი ყურს არ ვუგდებდით შენს მცნებებს;
30არ ვიცავდით მათ და არ ვასრულებდით ისე, როგორც შენ გვიბრძანე, ჩვენდა სასიკეთოდ.
31ყველაფერი, რაც თავს დაგვატეხე, ყველაფერი, რაც გვაწვნევინე, მართალი სიმართლით ჰქენი.
32უსჯულო მტრების, უსაზარლეს განდგომილთა და მთელი დედამიწის ზურგზე ყველაზე უსამართლო და უბოროტესი მეფის ხელში ჩაგვყარე.
33ახლა კი დანა პირს აღარ გვიხსნის; შენს მონა-მორჩილთა და თაყვანისმცემელთ სამარცხვინო ხვედრი ხვდათ წილად.
34მაგრამ ნუ გაგვწირავ სამუდამოდ, შენი სახელის გულისთვის, და ნუ დაარღვევ შენს აღთქმას.
35ნუ მოგვიშლი შენს მოწყალებას, აბრაამის, შენი მეგობრის, ისაკის, შენი მორჩილის, და ისრაელის, შენი წმიდის გულისთვის,
36რომელთაც უთხარი, რომ ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით გაამრავლებდი მათ მოდგმას.
37რადგანაც, უფალო, დღეს ყველა ხალხზე მეტად დავმდაბლდით და მთელი დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად დავკნინდით ჩვენი ცოდვების გამო.
38ასე რომ, დღევანდელ დღეს აღარც მთავარი გვყავს, აღარც წინასწარმეტყველი და აღარც წინამძღოლი, აღარც სრულადდასაწველი გვაქვს, აღარც მსხვერპლი თუ ძღვენი, აღარც საკმეველი და აღარც ადგილი, რომ მსხვერპლი შემოგწიროთ და შენი წყალობის ღირსნი გავხდეთ.
39მაგრამ შემუსვრილი გულითა და დათრგუნვილი სულით ისევე ვიქნებით შეწყნარებულნი, როგორც ვერძთა და ხართა ყოვლადდასაწველით, როგორც ათასი მსუქანი ცხვრით.
40ეს იყოს დღეს ჩვენი მსხვერპლი შენს წინაშე, იქნებ შევძლოთ კვლავაც მოგდიოთ, რადგანაც სირცხვილს არ ჭამენ შენი მოიმედენი.
41ახლა მოგყვებით მთელი გულით, გვეშინია შენი და ვეძებთ შენს სახეს; მაშ, ნუ შეგვარცხვენ,
42არამედ მოგვეცი შენი შემწყნარებლობისა და ულევი წყალობის თანახმად.
43გვიხსენი შენი სასწაულებით და განადიდე შენი სახელი, უფალო.
44დაე, შერცხვენილი დარჩეს ყველა, ვინც ბოროტს იზრახავს შენს მორჩილთა მიმართ; გაცუდდეს მთელი მათი ძალმოსილება და შეიმუსროს მათი ძალა.
45დაე, შეიგნონ, რომ შენ ხარ ერთადერთი უფალი ღმერთი, მთელი დედამიწის ზურგზე განდიდებული.“
46ამასობაში კი მეფის მსახურნი, რომლებმაც ცეცხლში ჩაყარეს ისინი, წამდაუწუმ უკეთებდნენ ღუმელს ნავთს, ფისს, ფიჩხსა და ძენძს.
47და ღუმლიდან ავარდნილი ალი ორმოცდაცხრა წყრთას აღწევდა;
48მან შთანთქა და ფერფლად აქცია ყველა ქალდეველი, ვისაც კი მისწვდა.
49მაგრამ უფლის ანგელოზი ჩაეშვა ღუმელში ყაზარიასა და მის მეგობრებთან ერთად და იქიდან განდევნა ალი.
50ნოტიო ქარბორბალასავით ტრიალებდა და სულს უბერავდა შუაგულ ღუმელს; ასე რომ, ცეცხლი ვერც მიეკარათ, ვერც რა ავნოთ და ვერც შეაკრთო ისინი.
51მაშინ ამ სამმა ერთხმად იგალობა, ადიდა და აკურთხა ღმერთი ღუმელში:
52„კურთხეული ხარ, უფალო, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, ქებული და დიდებული უკუნისამდე; კურთხეულია შენი დიდების სახელი, წმიდა ქებული და დიდებული უკუნისამდე.
53კურთხეული ხარ შენი დიდების ტაძარში, ქებული და დიდებული უკუნისამდე.
54კურთხეული ხარ უფსკრულთა მხილველი, ქერუბიმებზე მჯდომი, ქებული და დიდებული უკუნისამდე.
55კურთხეული ხარ შენს სამეუფო ტახტზე, ქებული და დიდებული უკუნისამდე.
56კურთხეული ხარ ცამყარზე, ქებული და დიდებული უკუნისამდე.
57აკურთხეთ უფლის ყოველი საქმე, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
58აკურთხეთ, უფლის ანგელოზნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
59აკურთხეთ, ცანო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
60აკურთხეთ, წყალნო, ცის ზენანო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
61აკურთხეთ, უფლის ძალნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
62აკურთხეთ, მზეო და მთვარეო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
63აკურთხეთ, ზეცის ვარსკვლავნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
64აკურთხეთ წვიმავ და ცვარ-ნამო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
65აკურთხეთ, ქარნო და ნიავნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
66აკურთხეთ, ცეცხლო და სიცხეო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
67აკურთხეთ, ყინვავ და ხორშაკო უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
68აკურთხეთ, ლეშხნო და ჭირხლნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
69აკურთხეთ, დღენო და ღამენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
70აკურთხეთ, ბნელო და ნათელო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
71აკურთხეთ, თრთვილო და თოვლო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
72აკურთხეთ, ჭყაპო და შვავო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
73აკურთხეთ, ელვავ და ღრუბელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
74აკურთხოს მიწამ უფალი, უგალობოს და განადიდოს უკუნისამდე.
75აკურთხეთ, მთანო და ბორცვნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
76აკურთხეთ, მცენარენო მიწისა, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
77აკურთხეთ, წყაროსთვალნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
78აკურთხეთ, ზღვანო და მდინარენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
79აკურთხეთ, ვეშაპნო და წყალში მცურავნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
80აკურთხეთ, ცის ფრინველნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
81აკურთხეთ, ოთხფეხნო და დედამიწის ცხოველნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
82აკურთხეთ, ადამის ძენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
83აკურთხე, ისრაელ, უფალი, უგალობე და განადიდე უკუნისამდე.
84აკურთხეთ, მღვდელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
85აკურთხეთ, უფლის მონანო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
86აკურთხეთ, მართალთა სულნო და გულნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
87აკურთხეთ, წმიდანო და გულით გლახაკნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.
88აკურთხეთ, ყანანია, ყაზარია და მისაელ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე, რადგანაც მან გამოგვიყვანა ჯოჯოხეთიდან და გვიხსნა სიკვდილის ხელიდან, გამოგვტაცა მოგიზგიზე ღუმლის წიაღს და შუაგულ ცეცხლს გამოგვარიდა.
89ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, და უკუნისამდეა წყალობა მისი.
90აკურთხეთ, უფლის თაყვანისმცემელნო, ღმერთთა ღმერთი, უგალობეთ და ადიდეთ იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.“

Subratllat

Copia

Compara

Comparteix

None

Vols que els teus subratllats es desin a tots els teus dispositius? Registra't o inicia sessió