ბარუქ წინასწარმეტყველი 5
5
1განიძარცვე, იერუსალიმ, სამოსი შენი გლოვისა და სიმძიმილისა და ღვთის დიდების მშვენება შეიმოსე სამარადისოდ.
2მოისხი ორმაგი მოსასხამი ღვთისმიერი სიმართლისა და თავს დაიდგი წარუვალი დიდების შარავანდედი.
3რადგანაც ღმერთი მთელს ცისქვეშეთს უჩვენებს დიდებას შენსას.
4და საუკუნოდ დაგერქმევა მის მიერ სახელი: „დიდება სიმართლისა და მშვიდობა ღვთისმოსაობისა.“
5აღსდექ, იერუსალიმ, შედექი ქედზე, გახედე აღმოსავლეთს და იხილე შენი ძენი, მზის დასავლიდან აღმოსავლამდე შეკრებილნი წმიდის სიტყვით, რომელნიც ხარობენ იმის გამო, რომ ღმერთმა გაიხსენა ისინი.
6ფეხით გავიდნენ შენი ბჭიდან, მტრების მიერ წარეკილნი, ღმერთი კი დიდებით დაგიბრუნებს მათ, როგორც სამეფო ტახტის მემკვიდრეთ.
7რადგანაც ღვთის განგებით ყველა მაღალი მთა და მარადი ბორცვი უნდა დადაბლდეს, ხევები კი ამოივსოს მიწის მოსასწორებლად, რათა ისრაელი მტკიცედ ვიდოდეს უფლის დიდებით.
8ხოლო ჭალები და ყოველი კეთილსურნელოვანი ხე ისრაელს უნდა უჩრდილავდეს ღვთის ბრძანებით.
9რადგანაც ღმერთი სიხარულით წარუძღვება ისრაელს თავისი დიდების ნათელში, თავისი წყალობისა და სიმართლის თანხლებით.
S'ha seleccionat:
ბარუქ წინასწარმეტყველი 5: GEO02
Subratllat
Copia
Compara
Comparteix
Vols que els teus subratllats es desin a tots els teus dispositius? Registra't o inicia sessió
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002