საქმე. 11:17-18

საქმე. 11:17-18 GEO02

თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ, როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს?“ ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „აჰა, წარმართებსაც მისცა ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდ.“