1
Mark 13:13
ქართული ბიბლია, სრული ვერსია
ქბსვ
და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. ხოლო ვინც ბოლომე მოითმენს, გადარჩება.
比較
Mark 13:13で検索
2
Mark 13:33
გაფრთხილდით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი.
Mark 13:33で検索
3
Mark 13:11
და როდესაც წაგიყვანენ გადასაცემად, ნუ იზრუნებთ წინასწარ, რა თქვათ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის თქვით, რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა.
Mark 13:11で検索
4
Mark 13:31
ცა და მიწა გარდავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გარდავლენ.
Mark 13:31で検索
5
Mark 13:32
მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
Mark 13:32で検索
6
Mark 13:7
ხოლო როდესაც გაიგონებთ ხმებს ომებზე და ომების ამბებზე, ნუ შეძრწუნდებით: ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
Mark 13:7で検索
7
Mark 13:35-37
ასევე იფხიზლეთ! რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი – საღამოს თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას, რათა მოულოდნელად მოსულმა მძინარენი არ გპოვოთ. რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ!“
Mark 13:35-37で検索
8
Mark 13:8
აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრები ადგილ-ადგილ და შიმშილობები. ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
Mark 13:8で検索
9
Mark 13:10
მაგრამ ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს.
Mark 13:10で検索
10
Mark 13:6
ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან, რომ მე ვარ, და მრავალს შეაცდენენ.
Mark 13:6で検索
11
Mark 13:9
თქვენ კი მიხედეთ თქვენს თავს: გადაგცემენ სამსჯავროებზე, გცემენ სინაგოგებში, გამგებელთა და მეფეთა წინაშე წარსდგებით ჩემს გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად.
Mark 13:9で検索
12
Mark 13:22
რადგან აღდგებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.
Mark 13:22で検索
13
Mark 13:24-25
ხოლო იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს. იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევიან ციური ძალნი.
Mark 13:24-25で検索
ホーム
聖書
読書プラン
ビデオ