1
Luke 6:38
ქართული ბიბლია, სრული ვერსია
ქბსვ
მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე, მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.“
比較
Luke 6:38で検索
2
Luke 6:45
კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს კი ბოროტისგან – ბოროტი, რადგან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი.
Luke 6:45で検索
3
Luke 6:35
ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და გაასესხეთ და ნურაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური: უზენაესის ძენი იქნებით, რადგან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართ.
Luke 6:35で検索
4
Luke 6:36
იყავით მოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა მოწყალე.
Luke 6:36で検索
5
Luke 6:37
ნუ განსჯით და არ განისჯებით; ნუ განკიცხავთ და არ განიკიცხებით; მიუტევეთ და მოგეტევებათ.
Luke 6:37で検索
6
Luke 6:27-28
ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს. აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენს შეურაცხმყოფელთათვის.
Luke 6:27-28で検索
7
Luke 6:31
როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ.
Luke 6:31で検索
8
Luke 6:29-30
ვინც ლოყაში გაგარტყამს, მეორეც მიუშვირე. ვინც მოსასხამს გართმევს, პერანგსაც ნუ დაუკავებ. ყველას, ვინც გთხოვს, მიეცი, და ვინც გამოგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ.
Luke 6:29-30で検索
9
Luke 6:43
რადგან არ არსებობს კარგი ხე, ცუდი ნაყოფი რომ მოისხას, არც ცუდი ხე – კარგი ნაყოფი რომ მოისხას.
Luke 6:43で検索
10
Luke 6:44
რადგან ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა: ხომ ვერ მოკრეფენ ეკალზე ლეღვს და ვერც მაყვლის ბუჩქებზე – ყურძენს.
Luke 6:44で検索
ホーム
聖書
読書プラン
ビデオ