1
Exodus 6:6
ქართული ბიბლია, სრული ვერსია
ქბსვ
ამიტომ ამცნე ისრაელიანთ: მე ვარ უფალი, მე გამოგიხსნით ეგვიპტელთა უღლიდან, და გაგათავისუფლებთ მათი მონობისგან. მე გიხსნით მოღერებული მკლავით და დიდი სასჯელების ძალით.
比較
Exodus 6:6で検索
2
Exodus 6:7
მიგიღებთ ჩემს ხალხად და მე ვიქნები თქვენი ღმერთი, და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენი დამხსნელი ეგვიპტის უღლიდან.
Exodus 6:7で検索
3
Exodus 6:8-9
მე მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი აბრაამს, ისააკს და იაკობს. და ახლა თქვენ გაძლევთ მას დასამკვიდრებლად. მე ვარ უფალი.“ ასე ელაპარაკა მოსე ისრაელის ძეთ, მაგრამ მათ არ მოუსმინეს სულმოკლეობისა და მძიმე მონობის გამო.
Exodus 6:8-9で検索
4
Exodus 6:1
უთხრა უფალმა მოსეს: „ახლა იხილავ, რასაც დავმართებ ფარაონს, რადგან მაგარი ხელი აიძულებს მას გაუშვას ებრაელები და მაგარი ხელი აიძულებს მას გაყაროს ისინი თავისი ქვეყნიდან.“
Exodus 6:1で検索
ホーム
聖書
読書プラン
ビデオ