YouVersion Logo
Search Icon

Malachi 4

4
1რადგან აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული, და ყველა ამპარტავანი და ბოროტმოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – ისე, რომ არ დატოვებს არცერთ ღერს. 2ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე. თქვენც გამოხვალთ და აკუნტრუშდებით ბაგიდან გამოშვებული ხბორებივით. 3გათელავთ უკეთურთ, რადგან უნდა გაცამტვერდნენ ისინი თქვენს ტერფებქვეშ იმ დღეს, რომელსაც მე ვამზადებ, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – 4გაიხსენეთ მოსეს, ჩემი მორჩილის, რჯული, წესები და სამართალნი, რომელიც ვუბრძანე მას ხორების მთაზე მთელი ისრაელისთვის. 5აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დიდი და საშინელი დღის დადგომამდე.#მთ 11:14; 17:10-13; მრკ 9:11-13; ლკ 1:17; იო 1:21. 6ის დააბრუნებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას არ შევმუსრო ქვეყანა შეჩვენებით.

Currently Selected:

Malachi 4: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy