YouVersion Logo
Search Icon

Matthew 3

3
1იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდას უდაბნოში, 2და ამბობდა: „მოინანიეთ, რადგან მოახლოებულია ცათა სასუფეველი.“#მთ 4:17; მრკ 1:15.
3რადგან ეს არის ის, ვისზეც ნათქვამია ესაია წინასწარმეტყველის მიერ: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: ‘განუმზადეთ გზა უფალს, გაასწორეთ მისი ბილიკები.’“#ესა 40:3.
4თვითონ იოანეს ეცვა აქლემის ბეწვის სამოსი და წელზე ერტყა ტყავის სარტყელი. ხოლო საკვები მისი იყო მკალი და ველური თაფლი.#4მფ 1:8. 5მაშინ გამოდიოდა მასთან იერუსალიმი და მთელი იუდა, და მთელი იორდანეს მხარე. 6და ნათელს იღებდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.
7და როდესაც იოანემ დაინახა მისკენ მოსანათლავად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: #მთ 12:34; 23:33.„იქედნეთა ნაშობნო, ვინ გასწავლათ მომავალი რისხვისაგან გაქცევა? 8შექმენით სინანულის ღირსი ნაყოფი! 9და ნუ იფიქრებთ, თქვათ თქვენთვის: ‘ჩვენი მამა აბრაამია!’ რადგან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები.#იო 8:33. 10ცული უკვე დევს ხეთა ფესვებთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.#მთ 7:19. 11მე წყლით გნათლავთ თქვენ სინანულისთვის. მაგრამ ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია, მე მისი ფეხსაცმლის ხელში აღების ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით. 12ნიჩაბი მის ხელთაა, რათა გაწმიდოს თავისი კალო და თავის ბეღელში შეაგროვოს ხორბალი, ბზე კი დაწვას ჩაუქრობელი ცეცხლით.“
13მაშინ წამოვიდა იესო გალილეიდან იოანესთან იორდანეზე, რათა მის მიერ მონათლულიყო. 14ხოლო იოანე აკავებდა მას და ეუბნებოდა: „მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?“
15მიუგო იესომ და უთხრა მას: „ასე უნდა იყოს ახლა, რადგან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.“
მაშინ მიუშვა იგი. 16ნათელი რომ იღო, იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან. და აჰა, გაეხსნა მას ცანი და იხილა ღმერთის სული, მტრედივით გარდამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. 17და აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ჩემი ძე საყვარელი, რომელშიც არის ჩემი სათნოება.“#დაბ 22:2; ფს 2:7; ესა 42:1; მთ 12:18; 17:5; მრკ 1:11; ლკ 9:35.

Currently Selected:

Matthew 3: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy