Genesis 50
50
1და გადაემხო იოსები მამას, დასტიროდა და ჰკოცნიდა. 2და უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, რომ შეემურვათ მამამისი. და მკურნალებმა შემურვეს ისრაელი. 3და გაუსრულდა მას 40 დღე, რამდენი ხანიც სჭირდებოდა შემურვას, და დასტიროდა მას ეგვიპტე 70 დღე.
4და განვლეს გლოვის დღეებმა და ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლს: „თუკი რამ მადლი ვპოვე თქვენს თვალში, ასე უთხარით ფარაონს, 5რომ მამაჩემმა დამაფიცა ამ სიტყვებით: ‘აჰა, მე ვკვდები. ჩემს სამარხში, რომელიც გავითხარე ქანაანის ქვეყანაში, იქ დამმარხეთ’. და ახლა წავალ და დავმარხავ მამაჩემს, და დავბრუნდები.“#დაბ 47:29-31. 6და უთხრა ფარაონმა: „წადი და დამარხე მამაშენი, როგორც მან დაგაფიცა.“
7და წავიდა იოსები მამის დასამარხად. და წაჰყვნენ მას ფარაონის მსახურნი, მისი სახლის უხუცესნი და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი, 8და იოსების მთელი სახლი, მისი ძმები და მამამისის სახლი. მხოლოდ ბავშვები და საქონელი დატოვეს გოშენის მიწაზე. 9მასთან ერთად წავიდნენ ეტლები და ცხენოსნები, და შეიკრიბა ძალზე დიდი ბანაკი. 10და მივიდნენ ისინი ატადის კალომდე, იორდანეს გაღმა, და იქ დაიტირეს იაკობი დიდი და მძიმე გოდებით. და შვიდ დღეს გლოვობდა იოსები თავის მამას. 11და დაინახეს ქანაანელებმა გლოვა ატადის კალოზე და თქვეს: „მძიმე გლოვა აქვთ ეგვიპტელებს.“ ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს იორდანეს გაღმა აბელ-მიცრაიმი.#50:11 ნიშნავს: ეგვიპტელთა გლოვა 12და აღუსრულეს მას მისმა ძეებმა ისე, როგორც უანდერძა მათ. 13და წაასვენეს იგი მისმა ძეებმა ქანაანის ქვეყანაში, და დამარხეს იგი მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს ახლოს, რომელიც საკუთრებად იყიდა აბრაამმა მინდორთან ერთად ხეთელი ყეფრონისაგან.#საქ 7:16. 14და დამარხა თავისი მამა და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში თავის ძმებთან და ყველა იმათთან ერთად, ვინც იყვნენ წასულნი მამამისის დასამარხად.
15და დაინახეს იოსების ძმებმა, რომ მკვდარია მათი მამა, და თქვეს: „ვაითუ, გვიმტროს იოსებმა და სამაგიერო გადაგვიხადოს ყველა ბოროტებისთვის, რაც მას ვუყავით!“ 16და შეუთვალეს იოსებს: „მამაშენმა გვიანდერძა სიკვდილის წინ, 17ასე უთხარითო იოსებს: ‘გემუდარები, აპატიე შენს ძმებს დანაშაული და ცოდვა, ბოროტად რომ მოგექცნენ. ამიერიდან აპატიე დანაშაული მამაშენის ღმერთის მსახურებს!’“ და ატირდა იოსები, როცა ეს უთხრეს. 18და მოვიდნენ მისი ძმებიც და დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: „შენი მსახურები ვართ ჩვენ!“ 19და უთხრა მათ იოსებმა: „ნუ შიშობთ, მე ხომ ღმერთი არ ვარ? 20აჰა, თქვენ ბოროტება განიზრახეთ ჩემთვის, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა: მრავალი ხალხის სიცოცხლე ეხსნა. 21ახლა ნუღარ გეშინიათ: მე გარჩენთ თქვენ და თქვენს შვილებსაც.“ და ანუგეშა ისინი, და გულითადად ელაპარაკა მათ.
22და ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში თავისი მამის სახლთან ერთად. და იცოცხლა იოსებმა 110 წელი. 23და იხილა იოსებმა ძენი ეფრემისა მესამე თაობამდე. მანაშეს ძის, მაქირის შვილებიც იოსების მუხლებზე იშვნენ.
24და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: „მე ვკვდები, მაგრამ ღმერთი მოგხედავთ თქვენ და წაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღუთქვა მან აბრაამს, ისააკს და იაკობს.“ 25და დააფიცა იოსებმა ისრაელის ძენი: „როცა ღმერთი მოგხედავთ, წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან!“#გამ 13:19; ისნ 24:32; ებრ 11:22. 26და მოკვდა იოსები 110 წლისა. და შემურვეს და ჩაასვენეს იგი კიდობანში, ეგვიპტეში.
Právě zvoleno:
Genesis 50: ქბსვ
Zvýraznění
Sdílet
Kopírovat

Chceš mít své zvýrazněné verše uložené na všech zařízeních? Zaregistruj se nebo se přihlas
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: