Logo YouVersion
Ikona vyhledávání

Exodus 2

2
1წავიდა ერთი კაცი ლევის სახლიდან და მოიყვანა ცოლად ლევის ასული. 2დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი. ნახა, რომ მშვენიერია ბიჭი და სამ თვეს მალავდა.#საქ 7:20; ებრ 11:23. 3როცა მეტი ვეღარ შეძლო მისი დამალვა, აიღო ჭილის#2:3 იგივეა, რაც პაპირუსი კალათა და შეგოზა იგი კუპრით და ფისით, ჩააწვინა შიგ ბავშვი და მდინარის ნაპირას ჩადგა ლერწმოვანში. 4დადგა მისი და მოშორებით, რათა გაეგო, რა ბედი ეწეოდა ბავშვს.
5და აჰა, ფარაონის ასული ჩავიდა საბანაოდ მდინარეზე. ხოლო მისი მოახლეები მდინარის პირას მიმოდიოდნენ. დაინახა ფარაონის ასულმა კალათა ლერწმოვანში და გაგზავნა თავისი მოახლე მის მოსატანად. 6და როდესაც კალათას ახადა, ნახა, რომ შიგ ბავშვი წევს და ტირის. შეებრალა ის და თქვა: „ებრაელის ბავშვი იქნება.“ 7და უთხრა ბავშვის დამ ფარაონის ასულს: „ხომ არ წავიდე და მოვიყვანო ძიძა ებრაელთაგან, რომ ძუძუ აწოვოს მაგ ბავშვს?“ 8წადიო, – უთხრა მას ფარაონის ასულმა. წავიდა გოგონა და მოიყვანა ბავშვის დედა. 9უთხრა მას ფარაონის ასულმა: „წაიყვანე ეს ბიჭი, ძუძუ აწოვე და მოგცემ გასამრჯელოს.“ და წაიყვანა ქალმა ბავშვი და ძუძუზე ჰყავდა. 10და როცა წამოიზარდა ბავშვი, მიუყვანა ფარაონის ასულს, რომელმაც იშვილა იგი, და უწოდა სახელად მოსე; რაც ნიშნავდა: „წყლიდან ამოვიყვანე იგი.“#საქ 7:21.
11ერთ დღეს, როცა გაიზარდა მოსე, გამოვიდა თავის მოძმეებთან და იხილა მათი მძიმე შრომა. და დაინახა, რომ ეგვიპტელი სცემდა ებრაელს, მის მოძმეთაგანს.#ებრ 11:24. 12მიიხედ-მოიხედა და დაინახა, რომ ახლოს არავინ იყო, და მოკლა ის ეგვიპტელი და ქვიშაში ჩამალა. 13და გამოვიდა მეორე დღეს, და აჰა, ორი ებრაელი კაცი ჩხუბობს. და უთხრა მან დამნაშავეს: „რატომ სცემ შენს მოყვასს?“ 14მან კი უთხრა: „ვინ დაგაყენა ჩვენს უფროსად და მსაჯულად? ჩემს მოკვლასაც ხომ არ აპირებ, როგორც ის ეგვიპტელი მოჰკალი?“ შეეშინდა მოსეს და თქვა: ნამდვილად გამჟღავნებულაო ეს ამბავი.#საქ 7:23-28. 15როცა შეიტყო ფარაონმა ეს ამბავი, მოინდომა მოსეს მოკვლა. მაგრამ გაექცა მოსე ფარაონს და გაჩერდა მიდიანის ქვეყანაში, და ჩამოჯდა ერთ ჭასთან.#საქ 7:29; ებრ 11:27. 16შვიდი ასული ჰყავდა მიდიანელ მღვდელს. და მოსულიყვნენ ისინი და წყალს ხაპავდნენ ჭიდან და გეჯებს ავსებდნენ თავისი მამის ფარის სასმელად. 17და მოვიდნენ მწყემსები და გაყარეს ისინი. ადგა მოსე და გამოექომაგა მათ, და დაურწყულა ფარა. 18და მივიდნენ ისინი რეღუელთან, თავიანთ მამასთან. და მან ჰკითხა მათ: „დღეს ასე ადრე რად მოსულხართ?“ 19და უთხრეს: „ეგვიპტელმა კაცმა გვიხსნა მწყემსთაგან. წყალიც ამოგვიხაპა და ფარაც დაგვირწყულა.“ 20უთხრა თავის ასულებს: „სად არის იგი? რად მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, ჭამოს პური ჩვენთან.“ 21და გადაწყიტა მოსემ ამ კაცთან დარჩენა. და მან მიათხოვა მოსეს თავისი ასული – ციფორა. 22შვა ქალმა ვაჟი, და უწოდა მოსემ სახელად გერშომი, რაც ნიშნავდა: „ხიზანი ვარ უცხო ქვეყანაში.“
23გავიდა კარგა ხანი და მოკვდა მეფე ეგვიპტისა. და აკვნესდნენ ისრაელიანები მძიმე შრომისგან და გოდებდნენ. და მისწვდა მათი გოდება ღმერთს. 24და ისმინა ღმერთმა მათი კვნესა, და გაიხსენა ღმერთმა თავისი აღთქმა აბრაამის, ისააკისა და იაკობის მიმართ.#დაბ 15:13,14. 25და დაინახა ღმერთმა ისრაელის ძენი, და მოხედა მათ ღმერთმა.

Právě zvoleno:

Exodus 2: ქბსვ

Zvýraznění

Sdílet

Kopírovat

None

Chceš mít své zvýrazněné verše uložené na všech zařízeních? Zaregistruj se nebo se přihlas