Logo YouVersion
Ikona vyhledávání

Exodus 19

19
1ეგვიპტიდან ისრაელიანების გამოსვლის მესამე თვის პირველ დღეს მივიდნენ ისინი სინაის უდაბნოში. 2აიყარნენ რეფიდიმიდან და მივიდნენ სინაის უდაბნოში, და დაბანაკდა იქ ისრაელი მთის პირდაპირ. 3და ავიდა მოსე ღმერთთან, და მოუხმო მას უფალმა მთიდან და უთხრა: „ასე უთხარი იაკობის სახლს და აუწყე ისრაელიანთ: 4თქვენ ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტელებს, როცა ორბების ფრთებით მომყავდით ჩემთან. 5ამიერიდან, თუ შეისმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემი საუნჯე იქნებით ყველა ხალხთაგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა.#რჯ 4:20; 7:6; 14:2; 26:18; ტიტ 2:14. 6მღვდელთა სამეფო და წმიდა ხალხი იქნებით ჩემთვის.
აი, ამ სიტყვებს ეტყვი ისრაელიანთ!“#1პტ 2:9.#გცხ 1:6; 5:10.
7და მივიდა მოსე და მოუხმო ხალხის უხუცესებს, და გადასცა მათ ყველა ეს სიტყვა, რაც უფალმა უბრძანა. 8და ერთხმად მიუგო ხალხმა: „რაც უფალმა თქვა, ყველაფერს აღვასრულებთ.“ და მოახსენა მოსემ ხალხის სიტყვები უფალს. 9და უთხრა უფალმა მოსეს: „მე მოვალ შენთან ქუფრ ღრუბელში, რათა ისმინოს ხალხმა ჩემი ლაპარაკი შენთან და შენც გერწმუნოს საუკუნოდ.“
და როცა აუწყა მოსემ ხალხის სიტყვები უფალს, 10უთხრა უფალმა მას: „წადი ხალხთან და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ, და გაირეცხონ თავიანთი სამოსელი. 11და მზად იყვნენ ზეგისათვის, რადგან ზეგ ჩამოვა უფალი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე. 12და ხალხს გარშემო საზღვარი შემოუწერე და უთხარი: ‘მოერიდეთ მთაზე ასვლას და მისი კალთის მიკარებას. ყველას, ვინც მთას შეეხება, სიკვდილი არ ასცდება.#ებრ 12:18-20. 13ნუ შეეხებით მას ხელით, თორემ ჩაიქოლებით ან ისრით განიგმირებით. ვერც პირუტყვი და ვერც კაცი გადარჩება ცოცხალი.’ როცა ბუკის ხმა გაისმება, მხოლოდ მაშინ შეეძლებათ მათ მთაზე ასვლა.“ 14და ჩამოვიდა მოსე მთიდან ხალხთან, და განწმიდა ხალხი და გაირეცხეს თავიანთი სამოსელი. 15და უთხრა მოსემ ხალხს: „ზეგისათვის მზად იყავით, ქალს არ გაეკაროთ.“
16მესამე დღეს, გამთენიისას, იყო გრგვინვა და ელვა და ქუფრი ღრუბელი ჩამოწვა მთაზე, და გაისმა ბუკის მეტად ძლიერი ხმა. და შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი.#გცხ 4:5. 17და გამოიყვანა მოსემ ხალხი ღვთის შესახვედრად ბანაკიდან და დადგნენ მთის ძირას. 18ხოლო სინაის მთა მთლიანად ბოლავდა, რადგან უფალი ჩამოვიდა მასზე ცეცხლში. როგორც თონეს, ისე ასდიოდა კვამლი, და ძლიერად ირყეოდა მთა.#რჯ 4:11,12. 19და თანდათან ძლიერდებოდა ბუკის ხმა. ლაპარაკობდა მოსე და ეხმიანებოდა მას ღმერთი. 20და ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე, მთის თხემზე, და მოუხმო უფალმა მოსეს მთის თხემისკენ და ავიდა მოსე. 21და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩადი და გააფრთხილე ხალხი, არ ამოიჭრას მთაზე უფლის სახილველად, თორემ მრავალი დაეცემა მათგან. 22თვით მღვდლებიც, უფალთან მიახლოებისას, განიწმიდონ, რომ არ შემუსროს ისინი უფალმა.“ 23და უთხრა მოსემ უფალს: „ვერ ამოვა ხალხი სინაის მთაზე, რადგან გაგვაფრთხილე, საზღვარი შემოავლეთ-მეთქი მთას და განწმიდეთ იგი.“ 24და უთხრა მას უფალმა: „ჩადი და აარონთან ერთად ამოდი, ხოლო მღვდლები და ხალხი ნუ შეეცდებიან უფალთან ამოსვლას, თორემ შემუსრავს მათ იგი.“ 25და ჩამოვიდა მოსე ხალხთან და გადასცა მათ ეს.

Právě zvoleno:

Exodus 19: ქბსვ

Zvýraznění

Sdílet

Kopírovat

None

Chceš mít své zvýrazněné verše uložené na všech zařízeních? Zaregistruj se nebo se přihlas