Logo YouVersion
Ikona vyhledávání

Exodus 10:21-23

Exodus 10:21-23 ᲥᲑᲡᲕ

უთხრა უფალმა მოსეს: „მიაღერე ხელი ცისკენ, რომ სიბნელე დააწვეს ეგვიპტის ქვეყანას, უკუნი წყვდიადი.“ მიაღერა მოსემ ხელი ცისკენ და იყო უკუნი წყვდიადი მთელს ეგვიპტის ქვეყანაში სამ დღეს. ვერ ხედავდნენ ერთმანეთს და არავინ დაძრულა ადგილიდან სამ დღეს. ყოველ ისრაელის ძეს კი ჰქონდა სინათლე თავის სადგომში.