Logo YouVersion
Ikona vyhledávání

Exodus 1

1
1ესენია ისრაელის ძეთა სახელები, რომლებიც იაკობთან ერთად ჩავიდნენ ეგვიპტეში (თითოეული თავისი სახლითურთ ჩავიდა): 2რეუბენი, სიმეონი, ლევი და იუდა, 3ისაქარი, ზებულუნი და ბენიამინი, 4დანი და ნაფთალი, გადი და აშერი. 5და ყოველი მათგანი გამოსული იყო იაკობის საზარდულიდან, 70 სული, ხოლო იოსები უკვე ეგვიპტეში იყო.#1:5 ისრაელიანები გენეალოგიურ ჩანაწერებში მხოლოდ კაცებს აღნუსხავდნენ.#დაბ 46:8-27. 6და მოკვდა იოსები და ყველა მისი ძმა, და მთელი მათი თაობა.
7ხოლო ისრაელიანები მოშენდნენ და გამრავლდნენ და გავრცელდნენ და გაძლიერდნენ მეტისმეტად, და აივსო მათით ის ქვეყანა.#საქ 7:17. 8და დაჯდა ახალი მეფე ეგვიპტის ტახტზე, რომელმაც არაფერი იცოდა იოსების შესახებ,#საქ 7:18. 9და უთხრა მან თავის ხალხს: „აი, ხალხი – ისრაელიანები, ჩვენზე მეტია და ძლიერი. 10მოდით, ბრძნულად მოვიქცეთ მათთან, თორემ უფრო გამრავლდებიან. და თუ რაიმე ომი ატყდა, ჩვენს მტრებს შეეკვრებიან, ბრძოლას დაგვიწყებენ და გავლენ ქვეყნიდან.“#საქ 7:19. 11და დაუყენეს ზედამხედველები, რათა დაეთრგუნათ ისინი მძიმე შრომით; და ააშენებინეს ფარაონის სამარაგო ქალაქები: ფითომი და რამზესი. 12მაგრამ რაც უფრო ტანჯავდნენ, მით უფრო მრავლდებოდნენ ისრაელიანები და ვრცელდებოდნენ. და შიშმა მოიცვა ეგვიპტელები ისრაელიანთა წინაშე. 13და ამუშავებდნენ ეგვიპტელნი ისრაელიანებს უმოწყალოდ. 14და გაუმწარეს სიცოცხლე თიხაზე და აგურზე მძიმე შრომით, და ყოველგვარი სამუშაოთი მინდვრად, ყოველი საქმით, რის კეთებასაც უმოწყალოდ აიძულებდნენ.
15უბრძანა ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს – შიფრასა და ფუყას: 16„როცა მოამშობიარებთ ებრაელ ქალებს, ნახეთ და თუ ვაჟია – მოკალით, თუ გოგოა – იცოცხლოს.“ 17შეეშინდათ ბებიაქალებს ღმერთისა და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას: ცოცხლად ტოვებდნენ ვაჟებს. 18დაიბარა ეგვიპტის მეფემ ბებიაქალები, და უთხრა: „ამას რატომ შვრებით, ცოცხალს რად ტოვებთ ვაჟებს?“ 19უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს, რომ ეგვიპტელ ქალებს არა ჰგვანან ებრაელი ქალები, რომ ამტანები არიან ისინი. და სანამ ბებიაქალი მივა მათთან, უკვე ნამშობიარები არიან. 20და სწყალობდა ღმერთი ბებიაქალებს, და მრავლდებოდა ხალხი და მეტად ძლიერდებოდა. 21და რადგან ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს, ღმერთმა ააშენა მათი ოჯახები. 22და უბრძანა ფარაონმა მთელ თავის ხალხს ასე: „ყველა ახალშობილი ბიჭი მდინარეში ჩააგდეთ, ხოლო ყველა გოგო ცოცხალი დატოვეთ.“#საქ 7:19.

Právě zvoleno:

Exodus 1: ქბსვ

Zvýraznění

Sdílet

Kopírovat

None

Chceš mít své zvýrazněné verše uložené na všech zařízeních? Zaregistruj se nebo se přihlas