1
Luke 3:21-22
ბიბლია
სბს
როდესაც მთელი ხალხი ინათლებოდა და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი, და გაისმა ზეციდან ხმა: „შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენში არის ჩემი სათნოება.“
አወዳድር
{{ጥቅስ}} ያስሱ
2
Luke 3:16
მიუგებდა და ეუბნებოდა ყველას იოანე: „მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის ფეხსაცმლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით
3
Luke 3:8
მაშ გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი და ნუ იფიქრებთ და იტყვით გულში: ‘მამად აბრაამი გვყავს;’ რადგან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები.
4
Luke 3:9
ცული უკვე დევს ხეთა ფესვებთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.“
5
Luke 3:4-6
როგორც წერია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: ‘განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები. ყოველი ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გასწორდება და ოღროჩოღრო გზა გავაკდება. და ყოველი ხორციელი იხილავს ღმერთის ხსნას.’“
ቤት
መጽሐፍ ቅዱስ
እቅዶች
ቪዲዮዎች