Exodus 27

27
1და გააკეთე სამსხვერპლო აკაციის ხისაგან ხუთი წყრთის სიგრძისა და ხუთი წყრთა სიგანისა. ოთხკუთხედი იყოს სამსხვერპლო, სამი წყრთის სიმაღლისა. 2და გაუკეთე მას რქები ოთხივკუთხივ, მისგანვე იყოს მისი რქები და მოჭედე იგი ბრინჯაოთი. 3და გაუკეთე მას ქოთნები ნაცრის ჩასაყრელად, ნიჩბები, სასხურებელნი, ჩანგლები და აქანდაზები. მისი ყველა ნივთი ბრინჯაოსგან გააკეთე. 4და გაუკეთე მას ცხაური ბადისებრი ნახელავი ბრინჯაოსაგან, და ბადეზე გაუკეთე ბრინჯაოს ოთხი რგოლი მის ოთხ კიდეზე. 5და შედგი იგი სამსხვერპლოს ქვეშ და ბადე სამსხვერპლოს შუამდე სწვდებოდეს. 6და გაუკეთე აკაციის ხის კეტები სამსხვერპლოს, და მოჭედე ისინი ბრინჯაოთი. 7გაეყაროს მისი კეტები რგოლებში და იყოს ისინი სამსხვერპლოს ორივე გვერდზე, მის სატარებლად. 8ღრუ გააკეთე სამსხვერპლო, ფიცრებით. როგორც გიჩვენე მთაზე, ისე გააკეთონ.
9მოაწყვე სავანის ირგვლივ ეზო. სამხრეთის მხარეს ფარდა ჰქონდეს ეზოს გრეხილი ბისონისა, 100 წყრთის სიგრძისა ამ მხარეს, 1020 სვეტზე გაჭიმული. სვეტები იდგეს ბრინჯაოს კვარცხლბეკებზე. სვეტების დუგმები და მარწუხები ვერცხლისა იყოს. 11და ასევე ჩრდილოეთის მხარის გასწვრივ, 100 წყრთის სიგრძის ფარდა. და სვეტები მისი – 20, და მათი კვარცხლბეკები – 20, ბრინჯაოსი. სვეტების დუგმები და მათი სალტეები ვერცხლისა იყოს. 12ეზოს სიგანეზე დასავლეთით – ფარდები 50 წყრთის სიგრძისა. მათი 10 სვეტი და 10 კვარცხლბეკი. 13და ეზოს სიგანეზე აღმოსავლეთით, – 50 წყრთა, 1415 წყრთის სიგრძის ფარდები ერთი მხარისათვის სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით. 15და მეორე მხარისათვის – 15 წყრთის სიგრძის ფარდები სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით. 16და ეზოს ბჭისათვის ჩამოსაფარებელი – 20 წყრთა, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა და ბისონისაგან, მქარგავის ნაკეთობა. ოთხი სვეტი და ოთხი კვარცხლბეკი. 17ეზოს ირგვლივ ყოველი სვეტი შეერთდეს ვერცხლის სამაგრებით. მათი დუგმები ვერცხლისა იყოს, და მათი კვარცხლბეკები – ბრინჯაოსი. 18ეზოს სიგრძე 100 წყრთა, სიგანე – 50, სიმაღლე ხუთი წყრთა. ფარდები ბისონისა, მათი კვარცხლბეკები – ბრინჯაოსი. 19სავანის მთელი სამსახურებელი ჭურჭელი და ყველა მისი პალო და ეზოს ყველა პალო ბრინჯაოსი უნდა იყოს.
20უბრძანე ისრაელიანთ მოგიტანონ სუფთად გამოხდილი ზეითუნის ზეთი გასანათებლად, რათა მუდამ ენთოს ლამპარი. 21საკრებულო კარავში, ჩამოსაფარებლის გარეთ, რომელიც მოწმობის კიდობნის წინაა, ენთოთ იგი აარონსა და მის ძეთ ბინდიდან განთიადამდე უფლის წინაშე. ეს საუკუნო წესია ისრაელიანთა თაობებისათვის.

目前選定:

Exodus 27: სბს

醒目顯示

分享

複製

None

想在你所有裝置上儲存你的醒目顯示?註冊帳戶或登入