უბრძანე ისრაელიანთ მოგიტანონ სუფთად გამოხდილი ზეითუნის ზეთი გასანათებლად, რათა მუდამ ენთოს ლამპარი. საკრებულო კარავში, ჩამოსაფარებლის გარეთ, რომელიც მოწმობის კიდობნის წინაა, ენთოთ იგი აარონსა და მის ძეთ ბინდიდან განთიადამდე უფლის წინაშე. ეს საუკუნო წესია ისრაელიანთა თაობებისათვის.