1
Exodus 2:24-25
ბიბლია
სბს
და ისმინა ღმერთმა მათი კვნესა, და გაიხსენა ღმერთმა თავისი აღთქმა აბრაამის, ისააკისა და იაკობის მიმართ. და დაინახა ღმერთმა ისრაელის ძენი, და მოხედა მათ ღმერთმა.
對照
Exodus 2:24-25 探索
2
Exodus 2:23
გავიდა კარგა ხანი და მოკვდა მეფე ეგვიპტისა. და აკვნესდნენ ისრაელიანები მძიმე შრომისგან და გოდებდნენ. და მისწვდა მათი გოდება ღმერთს.
Exodus 2:23 探索
3
Exodus 2:10
და როცა წამოიზარდა ბავშვი, მიუყვანა ფარაონის ასულს, რომელმაც იშვილა იგი, და უწოდა სახელად მოსე; რაც ნიშნავდა: „წყლიდან ამოვიყვანე იგი.“
Exodus 2:10 探索
4
Exodus 2:9
უთხრა მას ფარაონის ასულმა: „წაიყვანე ეს ბიჭი, ძუძუ აწოვე და მოგცემ გასამრჯელოს.“ და წაიყვანა ქალმა ბავშვი და ძუძუზე ჰყავდა.
Exodus 2:9 探索
5
Exodus 2:5
და აჰა, ფარაონის ასული ჩავიდა საბანაოდ მდინარეზე. ხოლო მისი მოახლეები მდინარის პირას მიმოდიოდნენ. დაინახა ფარაონის ასულმა კალათა ლერწმოვანში და გაგზავნა თავისი მოახლე მის მოსატანად.
Exodus 2:5 探索
6
Exodus 2:11-12
ერთ დღეს, როცა გაიზარდა მოსე, გამოვიდა თავის მოძმეებთან და იხილა მათი მძიმე შრომა. და დაინახა, რომ ეგვიპტელი სცემდა ებრაელს, მის მოძმეთაგანს. მიიხედ-მოიხედა და დაინახა, რომ ახლოს არავინ იყო, და მოკლა ის ეგვიპტელი და ქვიშაში ჩამალა.
Exodus 2:11-12 探索
主頁
聖經
計劃
影片