YouVersion
Pictograma căutare

გამ. 21

21
დადგენილებანი მსახურთა შესახებ
1და აჰა, კანონები, რომლებსაც წარუდგენ მათ:
2თუ ებრაელ მსახურს იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს და მეშვიდე წელს გათავისუფლდეს უსასყიდლოდ.
3თუ იგი მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს; თუ ცოლიანია, წავიდეს მასთან ერთად მისი ცოლიც.
4თუ მისი ბატონი შერთავს მას ცოლს, რომელიც მას ვაჟებს ან ასულებს გაუჩენს, მაშინ ცოლი და ბავშვები მისი ბატონისაა, და თავად წავიდეს მარტო.
5ხოლო თუ მსახური იტყვის: ‘მიყვარს ჩემი ბატონი, ჩემი ცოლი და ჩემი შვილები, არ მინდა თავისუფლება,’
6მაშინ მიიყვანოს იგი მისმა ბატონმა მსაჯულთა წინაშე და მიაყენოს იგი კარის წირთხლთან და გაუხვრიტოს მისმა ბატონმა ყური სადგისით, და მისი მსახური იქნება საუკუნოდ.
7და თუ გაყიდის კაცი თავის ასულს მხევლად, იგი ისე ვერ გავა, როგორც მონა გადის.
8და თუ იგი თვალში არ მოუვიდა მის ბატონს, და არ ირთავს, მისცეს მას გამოსყიდვის ნება. უფლება არა აქვს მას უცხო ხალხს მიჰყიდოს, რადგან თავად უღალატა მას.
9ხოლო თუ დანიშნავს მას თავის ვაჟზე, მაშინ როგორც ასულს, ისე მოექცეს.
10თუ თვითონ სხვას შეირთავს, მაშინ მას საზრდო, სამოსელი და თანაცხოვრება არ მოაკლოს.
11თუ ამ სამ რამეს არ გაუკეთებს, წავა იგი გამოუსყიდველად, ვერცხლის გარეშე.
ადამიანის დაზიანების შესახებ
12თუ ვინმე კაცს დაჰკრავს და კაცი მოკვდება, თავადაც სიკვდილით უნდა მოკვდეს.
13ხოლო თუ მას ბოროტი განზრახვა არ ჰქონია, არამედ ღმერთმა ჩააგდო მის ხელში, მაშინ დაგინიშნავ ადგილს, სადაც უნდა გადაიხვეწოს.
14და თუ ვინმე ბოროტი განზრახვით მოკლავს თავის მოყვასს მზაკვრულად, მაშინ ჩემი სამსხვერპლოდანაც კი აიყვანეთ იგი მოსაკვდინებლად.
15ვინც თავის მამას ან თავის დედას გაარტყამს, სიკვდილით უნდა მოკვდეს.
16ვინც მოიპარავს ადამიანს და გაყიდის მას, ან აღმოაჩნდება მის ხელში, სიკვდილით უნდა მოკვდეს.
17თავისი მამისა და თავისი დედის ავად მაგინებელი სიკვდილით უნდა მოკვდეს.
18თუ კაცები ერთმანეთს წაეჩხუბებიან და ერთი მეორეს ქვას ან მუშტს დაჰკრავს, და თუ კაცი არ მოკვდება და ლოგინად ჩავარდება,
19თუ ადგება იგი და ივლის გარეთ ყავარჯნით, მაშინ მცემელი უდანაშაულოა, მხოლოდ მისი მოცდენისათვის უნდა გადაუხადოს და სავსებით განკურნოს იგი.
20და თუ გალახოს კაცმა თავისი მსახური ან თავისი მხევალი ჯოხით და მოკვდეს იგი მისი ხელით, მაშინ შური იძიე მისგან.
21მაგრამ თუ მან ერთი ან ორი დღე იცოცხლა, მაშინ მასზე შური აღარ იძიოთ, რადგან იგი მისი ვერცხლია.
22თუ კაცები ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაჰკრავენ და ქალი ნაადრევად იმშობიარებს, მაგრამ უბედურება არ მოუვა, მაშინ ის უნდა დაჯარიმდეს, რასაც მას დააკისრებს იმ ქალის ქმარი, და გადაიხადოს მსაჯულთა თანდასწრებით.
23ხოლო თუ უბედურება დატრიალდა, მაშინ მიეცი: სიცოცხლე სიცოცხლის წილ,
24თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.
25დაწვა დაწვის წილ, წყლული წყლულის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ.
26და თუ კაცმა თვალში ჩაარტყას თავის მსახურს ან თავის მხევალს და დაუზიანოს იგი, უნდა გაათავისუფლოს იგი მისი თვალის წილ.
27და თუ კბილს ჩაუმტვრევს თავის მსახურს ან თავის მხევალს, გაათავისუფლოს იგი მისი კბილის წილ.
28და თუ ხარმა ურქინოს კაცს ან დედაკაცს და მოკლას იგი, ჩაქოლვით ჩაიქოლოს ხარი და არ იჭამოს მისი ხორცი. ხოლო პატრონი ხარისა უდანაშაულოა.
29მაგრამ თუ ხარი მორქენალი იყო გუშინ და გუშინწინ, მისი პატრონი კი გაფრთხილებული იყო, მაგრამ არ დაამწყვდია იგი და მოკლა ამ ხარმა კაცი ან დედაკაცი, მაშინ ხარი ჩაიქოლოს და მისი პატრონიც მოკვდეს.
30თუ გამოსასყიდი დაეკისრება მას, გაიღოს საურავი თავისი სიცოცხლისათვის, როგორც დაეკისრება.
31თუ ვაჟს ურქინოს ან ასულს ურქინოს, იმავე კანონით მოექეცით მას.
32თუ მსახურს ურქინოს ხარმა, ან მხევალს, ოცდაათი ვერცხლი მისცეს მის ბატონს, ხარი კი ჩაიქოლოს.
33და თუ ვინმე კაცმა ორმოს თავი გადახადოს, ან ამოთხაროს კაცმა ორმო და არ დახუროს, და შიგ ხარი ან სახედარი ჩავარდეს,
34ორმოს პატრონმა ვერცხლით აუნაზღაუროს პატრონს, მკვდარი კი მისი იყოს.
35და თუ ვინმეს ხარი მისი მოყვასის ხარს ურქენს და მოკლავს, გაყიდონ ცოცხალი ხარი და ვერცხლი შუაზე გაიყონ, და მოკლულიც გაიყონ.
36ხოლო თუ ცნობილი იყო, რომ ხარი მორქენალი იყო გუშინ და გუშინწინ, და არ დაამწყვდია მისმა პატრონმა, გადახდით გადაიხდის ხარის წილ, მოკლული კი მისი იყოს.“

Selectat acum:

გამ. 21: GEO02

Evidențiere

Copiază

Compară

Împărtășește

None

Dorești să ai evidențierile salvate pe toate dispozitivele? Înscrie-te sau conectează-te