1
გამ. 9:16
ბიბლია
GEO02
მაგრამ იმისათვის დაგარჩინე, რომ გაჩვენო ჩემი ძალა, რომ აუწყო ჩემი სახელი მთელ ქვეყანას.
Compară
Explorează გამ. 9:16
2
გამ. 9:1
და უთხრა უფალმა მოსეს: „მიდი ფარაონთან და უთხარი, ასე თქვა-თქო უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს.
Explorează გამ. 9:1
3
გამ. 9:15
რადგან, ახლა რომ გამეწოდა ჩემი ხელი, ხომ მოგსრავდით შენ და შენს ხალხს შავი ჭირით, და წაიშლებოდი ქვეყნიდან.
Explorează გამ. 9:15
4
გამ. 9:3-4
აჰა, უფლის ხელი იქნება შენს ჯოგზე, რომელიც ველზეა – ცხენებზე, სახედრებზე, აქლემებზე, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელზე. გაჩნდება ძალზე მძიმე ჭირი. და გაარჩევს უფალი ისრაელის ჯოგსა და ეგვიპტის ჯოგს, და არ გაწყდება არაფერი, რაც ისრაელის ძეთ ჰყავთ.“
Explorează გამ. 9:3-4
5
გამ. 9:18-19
აჰა, დავცხებ ხვალ ამ დროს ძალზე მაგარ სეტყვას, რომლის მსგავსიც არ ყოფილა ეგვიპტეში დღიდან მისი დაფუძნებისა აქამდე. ახლა კი გაგზავნე და შეკრიბე შენი ჯოგი და რაც მინდვრადა გყავს. ყოველი ადამიანი და პირუტყვი, რომელიც დარჩება ველზე და არ შეეფარება სახლს, დაისეტყვება და მოკვდება“.
Explorează გამ. 9:18-19
6
გამ. 9:9-10
და იქცევა მტვრად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე, და გაუჩნდება კაცსა და პირუტყვს გამონაყარი ჩირქოვან მუწუკებად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.“ და აიღეს ჭვარტლი ღუმლიდან და წარდგნენ ფარაონის წინაშე და ააფრქვია ის მოსემ ზეცისკენ და გაუჩნდა გამონაყარი ჩირქოვან მუწუკებად კაცსა და პირუტყვს.
Explorează გამ. 9:9-10