რომ. 1
1
მოკითხვა რომაელებს
1პავლე, ქრისტე იესოს მონა, მოწოდებული მოციქული, ამორჩეული ღვთის სახარებისათვის,
2რომელიც წინასწარ აღთქმული ჰქონდა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში
3თავის ძეზე, რომელიც დავითის თესლისგან იშვა ხორციელად,
4განწესებულზე ღვთის ძედ ძალაში სიწმიდის სულით, მკვდრეთით აღდგომისათვის, ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე,
5რომლის მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ სარწმუნოებას ყველა ხალხები,
6რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ მოწოდებულნი;
7ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარელთ, წოდებულ წმიდებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.
სურვილი რომში მისვლისა
8პირველად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეოხებით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა იხარება მთელ სოფელში.
9ჩემი მოწმეა ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ.
10მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე გავბედნიერდე ღვთის ნებით თქვენთან მოსვლით,
11ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად.
12ესე იგი, თქვენთან ერთად ვინუგეშო ერთმანეთის რწმენით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც.
13მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ განმიზრახავს თქვენთან მოსვლა, მაგრამ აქამდე ვბრკოლდებოდი, რათა თქვენშიც მქონოდა რაიმე ნაყოფი, როგორც დანარჩენ წარმართებში.
14ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ.
15ამგვარად, ჩემი მხრით, მზად ვარ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ.
სახარება არის ძალა ღვთისა
16ვინაიდან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღვთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველისა და მერე ბერძენისაც.
17მასში ცხადდება ღვთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც სწერია: „მართალი იცოცხლებს რწმენით.“
ღვთის რისხვა უწმიდურ ადამიანებზე
18ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უსამართლობაზე, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.
19იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც ღმერთზე შეიძლება იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ.
20ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, მათ პატიება არა აქვთ.
21რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.
22თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და გამოსულელდნენ.
23და უხრწნელი ღვთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში.
24ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა უწმიდურებას მათი გულისთქმებითურთ, რათა თავად შეებილწათ თავიანთი სხეულები.
25რომელთაც ღვთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.
26ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოთი.
27ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის.
28და რაკი არ ცდილობდნენ ცოდნით ჰყოლოდათ ღმერთი, ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას დაუწესებლის საკეთებლად.
29აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით,
30ცილისმწამებელნი, ღვთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგამზრახველნი, მშობლების ურჩნი,
31უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი.
32იციან მათ ღვთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ, მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც კვერს უკრავენ.
Markert nå:
რომ. 1: GEO02
Marker
Kopier
Sammenlign
Del
Vil du ha høydepunktene lagret på alle enhetene dine? Registrer deg eller logg på
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: