1
მარკ. 5:34
ბიბლია
GEO02
მან კი უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და მორჩენილი ხარ შენი სენისაგან.“
Sammenlign
Utforsk მარკ. 5:34
2
მარკ. 5:25-26
ერთმა ქალმა, რომელსაც თორმეტი წელიწადი იყო, რაც სისხლის დენა სჭირდა და მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან და, რაც კი ებადა, ყველაფერი დაეხარჯა, მაგრამ არაფერს ეშველა, უარეს დღეში ჩავარდნილიყო
Utforsk მარკ. 5:25-26
3
მარკ. 5:29
და მყისვე დაიშრიტა მისი სისხლის წყარო და სხეულში იგრძნო, რომ განიკურნა სატკივარისაგან.
Utforsk მარკ. 5:29
4
მარკ. 5:41
აიღო ბავშვის ხელი და უთხრა: „ტალითა კუმი!“ რაც ნიშნავს: გოგონა, შენ გეუბნები, ადექი!
Utforsk მარკ. 5:41
5
მარკ. 5:35-36
ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდნენ სინაგოგის უფროსისაგან და უთხრეს: „შენი ასული მოკვდა, რაღად აწუხებ მოძღვარს?“ იესომ კი ამ სიტყვების მოსმენისთანავე უთხრა სინაგოგის უფროსს: „ნუ გეშინია, ოღონდ გწამდეს.“
Utforsk მარკ. 5:35-36
6
მარკ. 5:8-9
რადგან უთხრა მას: „გადი ამ კაცისაგან, არაწმიდა სულო!“ ჰკითხა მას: „რა არის შენი სახელი?“ უთხრა: „ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ.“
Utforsk მარკ. 5:8-9