1
1პეტრ. 1:3-4
ბიბლია
GEO02
კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც თავისი მრავალი წყალობით ხელახლა გვშვა ჩვენ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ცოცხალ იმედად, უხრწნელი, შეუბილწავი და უჭკნობი მემკვიდრეობისათვის, რომელიც ცაშია შენახული თქვენთვის
Sammenlign
Utforsk 1პეტრ. 1:3-4
2
1პეტრ. 1:6-7
ამაზე ილხინეთ, თუმცა ამჟამად მრავალგვარ განსაცდელში მცირე ხანს უნდა გაწვალდეთ, რათა გამოჩნდეს თქვენი გამოცდილი რწმენა, ხრწნად ოქროზე ძვირფასი, რომელიც ცეცხლში იცდება, ქების, პატივისა და დიდებისათვის იესო ქრისტეს გამოცხადებისას.
Utforsk 1პეტრ. 1:6-7
3
1პეტრ. 1:15-16
არამედ თვითონაც იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ. რადგან სწერია: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე.“
Utforsk 1პეტრ. 1:15-16
4
1პეტრ. 1:14
როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით თქვენი უმეცრების დროინდელ გულისთქმებს
Utforsk 1პეტრ. 1:14
5
1პეტრ. 1:13
ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელნი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებაში თქვენთვის მოსანიჭებელი მადლის სრული იმედი იქონიეთ.
Utforsk 1პეტრ. 1:13
6
1პეტრ. 1:24-25
რადგან ყოველი ხორციელი ბალახივითაა და ყოველი მისი დიდება ბალახის ყვავილივითაა. ბალახი გახმა და ყვავილიც დასცვივდა. ღვთის სიტყვა კი საუკუნოდ მყოფობს. ეს კი ის სიტყვაა, თქვენ რომ გეხარათ.
Utforsk 1პეტრ. 1:24-25