YouVersion Logo
Search Icon

Matthew 1

1
1წიგნი შობისა იესო ქრისტესი, დავითის ძისა, აბრაამის ძისა. 2აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები; 3იუდამ შვა ფერეზი და ზარა თამარისგან; ფერეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი; 4არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი; 5სალმონმა შვა ბოაზი რაჰაბისაგან; ბოაზმა შვა იობედი რუთისგან; იობედმა შვა იესე; 6იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან;
7სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა; 8ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია; 9ოზიამ შვა იოათამი; იოათამმა შვა აქაზი; აქაზმა შვა ეზეკია; 10ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი; ამონმა შვა იოსია; 11იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონში გადასახლებამდე;#4მფ 24:14,15; 2ნშ 36:10; იერ 27:20.
12ბაბილონის გადასახლების შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი; 13ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი; 14აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა შვა ელიუდი; 15ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მატთანი; მატთანმა შვა იაკობი; 16იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც უწოდებენ ქრისტეს.
17ამრიგად, ყველა თაობა აბრაამიდან დავითამდე – 14 თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე – 14 თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე – 14 თაობა.
18ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე იყო: მისი დედა მარიამი დანიშნული იყო იოსებზე და ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, დაორსულებული აღმოჩნდა სულიწმიდის მიერ.#ლკ 1:27. 19ხოლო იოსებმა, მისმა ქმარმა, მართალმა კაცმა, არ ისურვა მისი გამხელა და განიზრახა მისი ფარულად გაშვება. 20და როდესაც ამას განიზრახავდა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, დავითის ძეო, ნუ გაშინებს მარიამის მიღება ცოლად, რადგან ის, ვინც მან უნდა შვას, სულიწმიდისგან არის. 21შობს ძეს და უწოდებ მას სახელად იესოს, რადგან იგი იხსნის თავის ხალხს მისი ცოდვებისაგან.“#ლკ 1:31. 22ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის სიტყვა, ნათქვამი წინასწარმეტყველის პირით, რომელიც ამბობს:
23„აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს,“ რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი.“#ესა 7:14 (LXX).
24სიზმრისგან გამოღვიძებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი. 25და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არა შვა თავისი ძე, და უწოდა მას სახელად იესო.#ლკ 2:21.

Currently Selected:

Matthew 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in