1
Mark 7:21-23
ბიბლია
სბს
რადგან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი, მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, შურიანობა, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს.“
አወዳድር
{{ጥቅስ}} ያስሱ
2
Mark 7:15
არაფერია ადამიანის გარეთ, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისაგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს.
3
Mark 7:6
ხოლო მან უთხრა მათ: „კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი თქვენისთანა თვალთმაქცების შესახებ, როგორც წერია: ‘ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან.
4
Mark 7:7
ფუჭად მცემენ თაყვანს, ასწავლიან რა ადამიანურ მცნებათა მოძღვრებას.’
5
Mark 7:8
ღმერთის მცნებათა მიმტოვებელნი იცავთ ადამიანთა გადმოცემას, სასმისების და თასების რეცხვას და მრავალ სხვას ამგვარს აკეთებთ.“
ቤት
መጽሐፍ ቅዱስ
እቅዶች
ቪዲዮዎች