Psalm 151 1

1
მიეწერება დავითს, თუმცა ფსალმუნთა რიცხვში არ შედის; შეთხზულია მას შემდეგ, რაც ორთაბრძოლაში გოლიათს სძლია.
1უმცროსი ვიყავ ჩემს ძმებს შორის და უმრწემესი მამაჩემის სახლში. ვმწყემსავდი მამაჩემის ცხვარს. 2ჩემი ხელით გამოვთალე სალამური, ჩემი თითებით ვაწყობდი ქნარს. 3ვინ აუწყებდა ამას ჩემს უფალს? თვითონ მისმინა უფალმა, თვითონ. 4თვითონვე მომივლინა თავისი მაცნე, განმაშორა მამაჩემის ცხვარს და თავისი ცხების ზეთი მცხო. 5მშვენიერნი იყვნენ ჩემი ძმები და ახოვანნი, მაგრამ უფალმა არც ერთი არ აირჩია მათგან. 6მე გამოვედი უხცო ტომის კაცთან საომრად და თავისი კერპებით დამწყევლა მან. 7მაგრამ მე ამოვართვი მახვილი, თავი წავკვეთე და სირცხვილისაგან ვიხსენი ისრაელის ძენი.

目前選定:

Psalm 151 1: სბს

醒目顯示

分享

複製

None

想在你所有裝置上儲存你的醒目顯示?註冊帳戶或登入