Exodus 25

25
1და უთხრა უფალმა მოსეს: 2„უთხარი ისრაელიანთ, რომ ამიკრიფონ შესაწირავი. ყოველი კაცისგან, ვისაც გული ეტყვის, ამიკრიფეთ შესაწირავი. 3ესაა შესაწირავი, რომელიც უნდა აკრიფოთ მათგან: ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო, 4და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართი, ბისონი და თხისური, 5ვერძის ტყავები დათრიმლული და გამოყვანილი ტყავები#25:5 ებრ. სიტყვის სავარაუდო მნიშვნელობა. და აკაციის ხე, 6სანთებელი ზეთი, სურნელებანი მირონისათვის და საკმევლისათვის. 7სარდიონის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები. 8და გამიკეთონ მე საწმიდარი და დავივანებ მათ შორის. 9როგორსაც მე გიჩვენებ სავანის ნიმუშს და მთელი მისი მოწყობილობის ნიმუშს, ყველაფერი იმგვარად გააკეთეთ.
10გააკეთე კიდობანი აკაციის ხისგან: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე, წყრთანახევარი – მისი სიგანე და წყრთანახევარი – მისი სიმაღლე. 11და მოჭედე იგი ხალასი ოქროთი. შიგნიდან და გარედან მოჭედე იგი. და ზემოთ ირგვლივ შემოავლე ოქროს გვირგვინი. 12და ჩამოასხი მისთვის ოთხი რგოლი ოქროსი, და მიამაგრე ოთხ კიდეზე: ორი რგოლი ერთ მხარეს და ორი რგოლი – მეორე მხარეს. 13გათალე აკაციის ხის კეტები და მოჭედე ისინი ოქროთი. 14და გაუყარე კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, რათა კიდობნის ტარება შეიძლებოდეს. 15კიდობნის რგოლებში კეტები მუდამ უნდა იყოს, არ უნდა მოშორდეს მას. 16და ჩადე კიდობანში მოწმობა, რომელსაც მოგცემ შენ.
17და გააკეთე სარქველი ხალასი ოქროსი: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე და წყრთანახევარი მისი სიგანე.#ებრ 9:5. 18და გააკეთე ორი ქერუბიმი: ოქროთი ჭედურად, სარქვლის ორივე კიდისათვის. 19და დასვი ერთი ქერუბიმი ერთ კიდეზე და მეორე ქერუბიმი – მეორე კიდეზე. დასხით ქერუბიმები სარქვლის ორსავე კიდეზე. 20და იქნებიან ქერუბიმები ფრთაგაშლილნი ზემოთკენ, და ფრთებით დაფარავენ სარქველს. სახე ერთმანეთისკენ ექნებათ მიქცეული, სარქველს უნდა დაჰყურებდნენ ქერუბიმები. 21და დააფარე სარქველი კიდობანს ზემოდან. და ჩადე კიდობანში მოწმობა, რომელსაც მე მოგცემ. 22და გამოგეცხადები შენ იქ და გელაპარაკები სარქველს ზემოდან, ორი ქერუბიმის შუაგულიდან, რომელნიც მოწმობის კიდობანზეა, ყოველივეზე რასაც გიბრძანებ შენ ისრაელიანთათვის.
23და გააკეთე ტაბლა აკაციის ხისგან: სიგრძე ორი წყრთა იყოს, სიგანე – ერთი წყრთა, სიმაღლე – ერთნახევარი წყრთა. 24და მოჭედე იგი ხალასი ოქროთი, და გაუკეთე ოქროს გვირგვინი ირგვლივ. 25გაუკეთე მას ხელისდადების სიმაღლის ჩარჩო ირგვლივ და გაუკეთე ჩარჩოს ოქროს გვირგვინი გარშემო. 26და გაუკეთე ოქროს ოთხი რგოლი, და მიუმაგრე რგოლები ოთხ კუთხეზე მის ოთხ ფეხთან. 27კედელზე იყოს რგოლები კეტების გასაყრელად, რომ ტაბლის ტარება შეიძლებოდეს. 28და გამოთალე აკაციის ხის კეტები და მოჭედე ისინი ოქროფურცლით. და ამ კეტებით ატარონ ტაბლა. 29და გააკეთე მისი ლანგრები და მისი თასები, და მისი ჯამები, და მისი ტოლჩები საღვრელისთვის, ხალასი ოქროსაგან გააკეთე ისინი. 30მუდამ ეწყოს ტაბლაზე საწინაშეო პურები ჩემს წინაშე.#ლევ 24:5-8.
31და გააკეთე სასანთლე ხალასი ოქროსაგან. მთლიანად ერთი ჭედურობით#25:31 ერთი ჭედურობით: ოქროს ერთიანი ნაჭრისაგან. გაკეთდეს სასანთლე, მისი ღერო და მისი ტოტი, მისი თასები, მისი კვირტები და მისი ყვავილები მისგანვე უნდა იყოს. 32ექვსი ტოტი გამოდიოდეს მისი ღეროდან: სამი ტოტი სასანთლისა ერთი მხრიდან და სამი ტოტი – მეორე მხრიდან. 33სამი ნუშისებრი თასი ერთ ტოტზე, კვირტი და ყვავილი. სამი ნუშისებრი თასი მეორე ტოტზე, კვირტი და ყვავილი. ასევე ექვსსავე ტოტზე, რომლებიც გამოდიან სასანთლიდან. 34და თვით სასანთლის ღეროზე იყო ოთხი ნუშისებრი თასი, თავ-თავისი კვირტებითა და ყვავილებით. 35და კვირტი მისი ტოტების პირველი წყვილის ძირში, და კიდევ კვირტი მისი ტოტების შემდეგი წყვილის ძირში და კიდევ კვირტი მისი ტოტების ბოლო წყვილის ძირში სასანთლიდან გამომავალი ექვსი ტოტისათვის. 36მათი კვირტები და მათი ტოტები იქნება მისგანვე, მთლიანად ერთი ჭედურობით, ხალასი ოქროთი. 37და გააკეთე შვიდი კანდელი მისი და აანთე მისი კანდელები, რათა ანათებდეს მის წინ. 38და მისი მაშები, და მისი აქანდაზები იყოს ხალასი ოქროსი. 39ერთი ტალანტი ხალასი ოქროსგან გაკეთდეს იგი მთელ ამ ჭურჭელთან ერთად. 40და იცოდე, იმ ნიმუშის მიხედვით გააკეთე ისინი, რომელიც მთაზე გიჩვენე. #საქ 7:44; ებრ 8:5.

目前選定:

Exodus 25: სბს

醒目顯示

分享

複製

None

想在你所有裝置上儲存你的醒目顯示?註冊帳戶或登入