1
Mark 13:13
ბიბლია
სბს
და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. ხოლო ვინც ბოლომდე მოითმენს, გადარჩება.
對照
Mark 13:13 探索
2
Mark 13:33
გაფრთხილდით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი.
Mark 13:33 探索
3
Mark 13:11
და როდესაც წაგიყვანენ გადასაცემად, ნუ იზრუნებთ წინასწარ, რა თქვათ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის თქვით, რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა.
Mark 13:11 探索
4
Mark 13:31
ცა და მიწა გარდავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გარდავლენ.
Mark 13:31 探索
5
Mark 13:32
მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
Mark 13:32 探索
6
Mark 13:7
ხოლო როდესაც გაიგონებთ ხმებს ომებზე და ომების ამბებზე, ნუ შეძრწუნდებით: ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
Mark 13:7 探索
7
Mark 13:35-37
ასევე იფხიზლეთ! რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი – საღამოს თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას, რათა მოულოდნელად მოსულმა მძინარენი არ გპოვოთ. რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ!“
Mark 13:35-37 探索
8
Mark 13:8
აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრები ადგილ-ადგილ და შიმშილობები. ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
Mark 13:8 探索
9
Mark 13:10
მაგრამ ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს.
Mark 13:10 探索
10
Mark 13:6
ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან, რომ მე ვარ, და მრავალს შეაცდენენ.
Mark 13:6 探索
11
Mark 13:9
თქვენ კი მიხედეთ თქვენს თავს: გადაგცემენ სამსჯავროებზე, გცემენ სინაგოგებში, განმგებელთა და მეფეთა წინაშე წარსდგებით ჩემს გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად.
Mark 13:9 探索
12
Mark 13:22
რადგან აღდგებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.
Mark 13:22 探索
13
Mark 13:24-25
ხოლო იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს. იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევიან ციური ძალნი.
Mark 13:24-25 探索
主頁
聖經
計劃
影片