Anthem: ღვთის მადლი შენს ცხოვრებაში预览

მადლის განსაზღვრა
ვერანაირი საჩუქარი ვერ შეედრება იმ საჩუქარს, რომელიც ღმერთმა ქმნილებებს მიანიჭა - მადლს.
მადლი არის დაუმსახურებელი, ანუ მოულოდნელი წყალობა ღვთისგან. მადლი არსებითია ღმერთის ბუნებისთვის. ეს არის ხსნის უფასო საჩუქარი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.
"რამეთუ მადლითა ხართ გამოჴსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს: არა საქმეთაგან, რაჲთა არავინ იქადოს." (ეფესელთა 2:8-9).
ევანგელისტ ბილი გრემის სიტყვებით: "ღვთის მადლი, უბრალოდ, არის მისი წყალობა და სიკეთე ჩვენს მიმართ." მადლი არ არის დამოკიდებული ჩვენზე, არამედ მთლიანად ღმერთზე. ის გვაწვდის მას, ხოლო ჩვენ ვიღებთ.
ჩვენი სამყარო გვასწავლის, რომ რასაც კი ვისურვებთ, მის მოსაპოვებლად შრომა, დამსახურება და მონდომებაა საჭირო. ამიტომ ვიღლებით სამსახურში, ვსწავლობთ ღამისთევით, ვმალავთ ჩვენს სისუსტეებს და ვცდილობთ დავამტკიცოთ საკუთარი თავი გარშემომყოფების წინაშე. გვგონია, რომ უნდა დავიმსახუროთ და ღირსნი ვიყოთ იმ მიზნის, რომლისკენაც ვესწრაფვით.
ღვთის მადლი სრულიად საპირისპიროა. ქრისტიანობა ერთადერთი რელიგიაა, რომელიც არ ამბობს „გააკეთე“, არამედ “გაკეთებულია”. შეგვიძლია, მთელი ცხოვრება ვიშრომოთ და ვეცადოთ, ვიყოთ საკმარისად სრულყოფილნი, რომ დავიმსახუროთ ღვთის წყალობა, მაგრამ ვერასდროს ვიქნებით საკმარისად კარგები.
იესო მოვიდა, ჩვენ ნაცვლად იცხოვრა სრულყოფილი ცხოვრებით და გარდაიცვალა იმ სიკვდილით, რომელსაც თითოეული ჩვენგანი იმსახურებს. მისი ჯვარცმით მხვერპლშეწირვა აქეზებს ყველას, ვინც მის საქმეს ენდობა იმისათვის, რომ ღმერთთან სწორ ურთიერთობაში იყოს. შეგვიძლია შევწყვიტოთ ღვთის მიერ ჩვენი აღიარების და სიყვარულის მოპოვების მცდელობა, და ვიგრძნოთ სიმშვიდე იმ საქმეში, რომელიც იესომ ჩვენი გულისთვის შეასრულა. აი, ეს არის მადლი!
როდესაც ვიღებთ ღვთის მადლს, ის ცვლის ჩვენს ცხოვრებას. მადლი არ მოითხოვს ჩვენს ძალისხმევას მის მისაღებად, არამედ გვასწავლის, რომ უარი ვთქვათ ცოდვაზე და ვიცხოვროთ ღვთიური ცხოვრებით (ტიტეს 2:11-13). მადლი ასევე გვაძლევს საშუალებას ვაკეთოთ კეთილი საქმე:
„ხოლო ძალ-უც ღმერთსა ყოველივე სახმარი გარდამატებად თქუენდა, რაითა ყოველსა შინა მარადის ყოველივე უნაკლულოდ გაქუნდეს, და ჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა. ვითარცა წერილ არს: განაბნია და მისცა იგი გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე." (2 კორინთელთა 9:8).
იესო გვიხსნის. მისი მადლი ცვლის და გვათავისუფლებს ისე, როგორც ეს სხვა არაფერს ძალუძს.
读经计划介绍

ალბათ გაგიგონიათ სიტყვა "მადლი", მაგრამ რას ნიშნავს ის სინამდვილეში? როგორ შეუძლია ღვთის მადლს, გადაარჩინოს და შეცვალოს ჩვენი ცხოვრება? შეიტყეთ, თუ როგორ გვხვდება ეს საოცარი მადლი იქ, სადაც ვიმყოფებით და როგორ ცვლის ის ჩვენს ცხოვრებას.
More