Anthem: ღვთის მადლი შენს ცხოვრებაში预览

Anthem: ღვთის მადლი შენს ცხოვრებაში

5天中的第2天

ერთხელ დავიკარგე

ნიუტონის ისტორია ამ ერთი სტრიქონითაა შეჯამებული, ოდესღაც დავიკარგე, ახლა კი თავი ვიპოვე.

ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვიპოვოთ საკუთარი თავი, თუ ვიცით, რომ დაკარგული ვართ; როდესაც ვაცნობიერებთ, რომ არსებობს სწორი გზა, მაგრამ ჩვენ მას არ ვადგავართ. სწორედ მაშინ ვხვდებით ჩვენი თავის პოვნის აუცილებლობას.

სიმართლე ის არის, რომ იესოს გარეშე ჩვენ ყველანი დაკარგულნი ვართ. სულიერად ვართ დაკარგულნი, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ვარსებობთ.

ბიბლია აღწერს, თუ რას ნიშნავს იყო დაკარგული;

"და თქუენცა, რომელნი-ეგე მკუდარ იყვენით ბრალითა და ცოდვითა თქუენითა, რომელთა შინა ოდესმე ხჳდოდეთ მსგავსად ჟამთა მათ ამის სოფლისათა, მთავრისა მისებრ ჴელმწიფებისა აერისა, სულისა, რომელი-იგი აწ იქმს ნაშობთა მათ შორის ურჩებისათა (ეფესელთა 2:1-2)".

როდესაც დაკარგულები ვართ, ვცხოვრობთ ცოდვაში - არასწორი ქმედებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ღვთის სრულყოფილ კანონს. ჩვენ არ ვიცით განსხვავება ცოდვასა და ჭეშმარიტებას შორის. არ მივყვებით იესოს გზას, არამედ "ამქვეყნიურს". სამყაროს გზა სიცოცხლეს გვპირდება, მაგრამ მხოლოდ განადგურებამდე და საბოლოოდ სიკვდილამდე მიდის.

ვერავინ, ვინც დაკარგულია, ვერ იქნება ამასთანავეღვთის სახლის მაცხოვრებელი. როდესაც სულიერად დაკარგულები ვართ, ჩვენ არ ვცხოვრობთ იესოს ჭერქვეშ. იესო გვპირდება, რომ მამა და ის თავად დაიდებენ სავანეს მასთან, ვისაც ისინი უყვარს (იოანე 14:23).

კარგი ამბავი ის არის, რომ არსებობს თავის პოვნის გზა. ჩვენ არ გვიწევს ღვთის სახლის გარეთ სამუდამოდ ცხოვრება. კარი ღიაა. მაგრამ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია თავი ვიპოვოთ, თუ ვინმე მოვა და გვიხსნის.

ამიტომაც მოვიდა იესო. ლუკას სახარებაში (19:10) ის ამბობს: „რადგან ძე კაცისა მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად“.

იესო ეძებს და იხსნის დაკარგულებს, თითოეულ ადამიანს თავის სახლში მიუძღვება. ასე რომ, ჯონ ნიუტონთან ერთად შეგვიძლია ვიმღეროთ: "ოდესღაც დაკარგული ვიყავი, ახლა კი თავი ვიპოვე".

读经计划介绍

Anthem: ღვთის მადლი შენს ცხოვრებაში

ალბათ გაგიგონიათ სიტყვა "მადლი", მაგრამ რას ნიშნავს ის სინამდვილეში? როგორ შეუძლია ღვთის მადლს, გადაარჩინოს და შეცვალოს ჩვენი ცხოვრება? შეიტყეთ, თუ როგორ გვხვდება ეს საოცარი მადლი იქ, სადაც ვიმყოფებით და როგორ ცვლის ის ჩვენს ცხოვრებას.

More