Anthem: ღვთის მადლი შენს ცხოვრებაში预览

ღვთის დიდებული მადლი
როგორ ცოცხლობს 1772 წელს დაწერილი სიმღერა ასობით წლის განმავლობაში? რამდენად შეესაბამება ერთი ადამიანის გამოცდილების შესახებ ნათქვამი სიტყვები ჩვენს დღევანდელ ცხოვრებას?
იქნებ იმიტომ, რომ ეს სიტყვები ეხმიანება თითოეული ჩვენგანის მოთხოვნილებას: მადლის მოთხოვნილებას. იქნებ იმიტომ, რომ ერთი ადამიანის ისტორია ჩვენც გვეხება? დაკარგულიდან ნაპოვნამდე.
სწორედ ამ მიზეზების გამოა რომ სიმღერა "საოცარი მადლი" ჯერაც ცოცხალია.
ნაკლებადაა ცნობილი ისტორია იმ ადამიანის შესახებ, ვინც ეს ცნობილი სიტყვები დაწერა ინგლისის ქალაქ ოლნიში.
ახალგაზრდობაში ჯონ ნიუტონი უფრო მეტს ილანძღებოდა, ვიდრე ლოცულობდა. ის უფრო მეტად იყენებდა ადამიანებს, ვიდრე უყვარდა ისინი. ის უფრო უიმედოდ გრძნობდა თაბს, ვიდრე იმედიანად. მონათა გემის კაპიტნანივით ღვთისგან შორს ცხოვრობდა და მიეტოვებინა ის ქრისტიანული ფასეულობები, დედამ რომ ბავშვობაში შეასწავლა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნიუტონი დაკარგული იყო. სრულიად, უდაოდ დაკარგული. მაგრამ მისი ამბავი აქ არ სრულდება.
1748 წელს ნიუტონი თავის გემს ძლიერი ქარიშხლის დროს მართავდა. ის შიშობდა, რომ გემი ეკიპაჟთან ერთად ტალღბს ემსხვეროლებოდა და ყველაფერი გაქრებოდა მათ შორის მისი სიცოცხლეც. სწორედ ამ ქარიშხალში გაახსენდა ნიუტონს ღმერთი, რომლის შესახებაც დედა ასწავლიდა. მოუწოდა მას და შეევედრა, რომ ეხსნა ზღვაში სიკვდილისან და იმ ადამიანისგან, რომლადაც ქცეულიყო.
ეს ნიუტონისთვის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. გემი, საბოლოოდ გადარჩა, მან კი ახალი ცხოვრება დაიწყო ქრისტეს სიყვარულით. ძველი ცხოვრება გაქრა და ახალი დაიწყო.
ნიუტონი გახდა თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პასტორი და გახდა მონობის გაუქმების მხარდამჭერი მოძრაობის მნიშვნელოვანი მონაწილე - სწორედ იმ მოძრაობის, რომელიც მან ოდესღაც გააძლიერა.
მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ნიუტონს არასოდეს დავიწყებია ორი რამ: "თვითონ დიდი ცოდვილი იყო, ხოლო ქრისტე - დიდი მხსნელი". ნიუტონმა იცოდა, რომ მისი ცხოვრების შეცვლის მიზეზი ღვთის მადლი იყო.
რამეთუ მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს:; არა საქმეთაგან, რაითა არავინ იქადოს.“ (ეფესელთა 2:8-9).
ჯონ ნიუტონმა დიდი ხნის წინ განუტევა სული, მაგრამ მისი ცხოვრების ჰიმნი - საოცარი მადლი კვლავ ცოცხალია:
საოცარი მადლი! რა ტკბილი ხმაა,
რომელმაც ისეთი უბედური გადაარჩინა როგორიც მე ვარ!
ოდესღაც დაკარგული ვიყავი, ახლა კი თავი ვიპოვე,
ბრმა ვიყავი, ახლა კი ვხედავ
读经计划介绍

ალბათ გაგიგონიათ სიტყვა "მადლი", მაგრამ რას ნიშნავს ის სინამდვილეში? როგორ შეუძლია ღვთის მადლს, გადაარჩინოს და შეცვალოს ჩვენი ცხოვრება? შეიტყეთ, თუ როგორ გვხვდება ეს საოცარი მადლი იქ, სადაც ვიმყოფებით და როგორ ცვლის ის ჩვენს ცხოვრებას.
More