1
Colossians 3:13
ბიბლია
სბს
შეიწყნარეთ ერთმანეთი და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე მიუტევეთ თქვენც.
对照
探索 Colossians 3:13
2
Colossians 3:2
იფიქრეთ იმაზე, არის რაც მაღლა, და არა მიწიერზე.
探索 Colossians 3:2
3
Colossians 3:23
ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ გულით, როგორც ღმერთისათვის და არა კაცთათვის.
探索 Colossians 3:23
4
Colossians 3:12
ამგვარად, როგორც ღმერთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სიკეთე, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელება.
探索 Colossians 3:12
5
Colossians 3:16-17
ქრისტეს სიტყვა უხვად დაემკვიდროს თქვენში. ყოველი სიბრძნით დაარიგეთ ერთმანეთი ფსალმუნებით, ჰიმნებით და სასულიერო საგალობლებით უგალობეთ მადლიერებით ღმერთს თქვენს გულებში. და ყოველივე, რასაც თქვენ აკეთებთ სიტყვით თუ საქმით, გააკეთეთ უფალი იესოს სახელით და მადლობა შესწირეთ მამა ღმერთს მის მიერ.
探索 Colossians 3:16-17
6
Colossians 3:14
ყოველივე ამასთან ერთად შეიმოსეთ სიყვარული, რომელიც სრულქმნილების ერთობლიობაა.
探索 Colossians 3:14
7
Colossians 3:1
ამგვარად, თუ თქვენ აღმდგარი ხართ ქრისტესთან ერთად, ეძიეთ, რაც მაღლაა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ.
探索 Colossians 3:1
8
Colossians 3:15
და სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რომლისაკენაც მოწოდებულნი ხართ ერთ სხეულად და იყავით მადლიერნი.
探索 Colossians 3:15
9
Colossians 3:5
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა
探索 Colossians 3:5
10
Colossians 3:3
რადგან თქვენ მოკვდით და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში.
探索 Colossians 3:3
11
Colossians 3:8
ახლა კი განიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენს ბაგეთა ბილწსიტყვაობა.
探索 Colossians 3:8
12
Colossians 3:9-10
ნუ ეტყვით სიცრუეს ერთმანეთს, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი ადამიანი მისი საქმეებითურთ. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც მუდმივად განახლდება სრული შემეცნებით თავისი შემოქმედის ხატის შესაბამისად
探索 Colossians 3:9-10
13
Colossians 3:19
ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ გამწარდებით მათ მიმართ.
探索 Colossians 3:19
14
Colossians 3:20
შვილებო, დაექვემდებარეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, რადგან ასეა მოსაწონი უფლისათვის.
探索 Colossians 3:20
15
Colossians 3:18
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც ეს შესაფერია უფალში.
探索 Colossians 3:18
主页
圣经
计划
视频