1
გამ. 6:6
ბიბლია
GEO02
ამიტომ უთხარი ისრაელის ძეთ: ‘მე ვარ უფალი და მე გამოგიყვანთ თქვენ ეგვიპტელთა უღლიდან, და გადაგარჩენთ მათი მსახურებისაგან, და გიხსნით გამოწვდილი მკლავით და დიდი სასჯელებით.
Compară
Explorează გამ. 6:6
2
გამ. 6:7
აგიყვანთ ჩემს ხალხად და მე ვიქნები თქვენთვის ღმერთი, და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენი გამომყვანი ეგვიპტის უღლიდან.
Explorează გამ. 6:7
3
გამ. 6:8-9
მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელზეც ფიცით აღვმართე ხელი, რომ მივცემდი აბრაამს, ისაკს და იაკობს, და მოგცემთ მას სამკვიდროდ. მე ვარ უფალი.“ ასე ელაპარაკა მოსე ისრაელის ძეთ, მაგრამ მათ არ მოუსმინეს სულმოკლეობისა და მძიმე მონობის გამო.
Explorează გამ. 6:8-9
4
გამ. 6:1
უთხრა უფალმა მოსეს: „ახლა იხილავ, რასაც ვუზამ ფარაონს, რადგან ჩემი ძლიერი ხელით გამოუშვებს მათ და ძლიერი ხელით გაყრის მათ თავისი ქვეყნიდან.“
Explorează გამ. 6:1