და რით გახდება საცნაური, რომ ვპოვეთ მადლი შენს თვალში მე და შენმა ხალხმა? ხომ იმით, რომ წამოხვალ ჩვენთან და ამით გამორჩეულნი ვიქნებით მე და შენი ხალხი ყველა სხვა ხალხისგან, რაც კი დედამიწის ზურგზეა.“
და უთხრა უფალმა მოსეს ეს სიტყვაც: „რაც თქვი, გავაკეთებ, რადგან ჰპოვე შენ მადლი ჩემს თვალში და გიცნობ სახელით.“