1
Matthew 7:7
ბიბლია
სბს
ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძიეთ და ჰპოვებთ. დარეკეთ და გაგეღებათ.
နှိုင်းယှဉ်
Matthew 7:7ရှာဖွေလေ့လာလိုက်ပါ။
2
Matthew 7:8
რადგან ყველა, ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც რეკავს, გაეღება.
Matthew 7:8ရှာဖွေလေ့လာလိုက်ပါ။
3
Matthew 7:24
ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა.
Matthew 7:24ရှာဖွေလေ့လာလိုက်ပါ။
4
Matthew 7:12
ამიტომ, ყველაფერი, რაც გინდათ, რომ გაგიკეთონ ადამიანებმა, თქვენც ასევე გაუკეთეთ მათ, რადგან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.
Matthew 7:12ရှာဖွေလေ့လာလိုက်ပါ။
5
Matthew 7:14
რადგან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი არიან, ვინც ჰპოვებს მას.
Matthew 7:14ရှာဖွေလေ့လာလိုက်ပါ။
6
Matthew 7:13
შედით ვიწრო კარიბჭით, რადგან ფართოა კარიბჭე და განიერია დაღუპვისაკენ მიმავალი გზა, და მრავალნი არიან მასზე მავალნი.
Matthew 7:13ရှာဖွေလေ့လာလိုက်ပါ။
7
Matthew 7:11
მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მით უფრო თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს მათ, ვინც სთხოვს.
Matthew 7:11ရှာဖွေလေ့လာလိုက်ပါ။
8
Matthew 7:1-2
ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ. რადგან, როგორი განსჯითაც განსჯით, იმავეთი განისჯებით; და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.
Matthew 7:1-2ရှာဖွေလေ့လာလိုက်ပါ။
9
Matthew 7:26
ხოლო ყველა, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.
Matthew 7:26ရှာဖွေလေ့လာလိုက်ပါ။
10
Matthew 7:3-4
რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ? ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: ‘მოდი, ამოგიღო თვალიდან წველი’ და აჰა, შენს თვალში კი დირეა!
Matthew 7:3-4ရှာဖွေလေ့လာလိုက်ပါ။
11
Matthew 7:15-16
ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შიგნით კი მტაცებელი მგლები არიან. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან კუროსთავიდან ლეღვს?
Matthew 7:15-16ရှာဖွေလေ့လာလိုက်ပါ။
12
Matthew 7:17
ამგვარად, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო უკეთური ხე ცუდ ნაყოფს ისხამს.
Matthew 7:17ရှာဖွေလေ့လာလိုက်ပါ။
13
Matthew 7:18
არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც უკეთურ ხეს – კარგი ნაყოფის გამოღება.
Matthew 7:18ရှာဖွေလေ့လာလိုက်ပါ။
14
Matthew 7:19
ყოველ ხეს, რომელიც კარგ ნაყოფს არ ისხამს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.
Matthew 7:19ရှာဖွေလေ့လာလိုက်ပါ။
ပင်မစာမျက်နှာ
သမ္မာကျမ်းစာ
အစီအစဉ်များ
ဗီဒီယိုများ