Numbers 16
16
1და ადგნენ კორახი, ძე იცჰარისა, კოჰათის ძისა – ლევიანი, და დათანი და აბირამი, ძენი ელიაბისა, და ონი, ძე ფელეთისა – რეუბენიანები,#იუდ 11. 2წარდგნენ მოსეს წინააღმდეგ და მათთან ერთად 250 კაცი ისრაელიანთაგან, თავკაცნი თემისა, საკრებულოში მიწვეულნი, ცნობილი კაცები. 3შეიკრიბნენ მოსეს და აარონის წინააღმდეგ და უთხრეს მას: „გეყოფათ! რადგან მთელი თემი წმიდაა და მათ შორისაა უფალი! და რად აღზევდით თქვენ უფლის თემზე?“ 4მოისმინა ეს მოსემ და პირქვე დაემხო. 5და უთხრა კორახს და მთელ მის დასს: „დილით უფალი აუწყებს, ვინაა მისი და ვინაა წმიდა, რათა დაიახლოვოს, და ვისაც გამოარჩევს, მას დაიახლოვებს. 6ასე მოიქეცით: აიღეთ თქვენი საცეცხლურები კორახმაც და მთელმა მისმა დასმა, 7და ხვალ ჩაყარეთ შიგ ცეცხლი, და დააყარეთ ზედ საკმეველი უფლის წინაშე; და ვისაც ამოირჩევს უფალი, ის იქნება წმიდა. გეყოთ, ლევიანებო!“ 8და უთხრა მოსემ კორახს: „აბა, ისმინეთ, ლევიანებო! 9ნუთუ ეს გეცოტავებათ, რომ გამოგყოთ ისრაელის ღმერთმა ისრაელიანთა თემიდან და დაგიახლოვათ, რათა შეგესრულებინათ უფლის კარვის სამსახური და მდგარიყავით თემის წინაშე მის მსახურებად? 10დაგიახლოვა შენ და შენთან ერთად ყველა შენი ძმა – ლევიანები – შენთან ერთად. და ახლა მღვდლობასაც ესწრაფით? 11ამიტომ შენ და მთელი შენი დასი შეთქმულხართ უფლის წინააღმდეგ. ვინ არის აარონი, რომ დრტვინავთ მის მიმართ?“
12გააგზავნა მოსემ დათანისა და აბირამის, ელიაბის ძეთა, დასაძახებლად, მაგრამ მათ თქვეს: „არ მოვალთ! 13ნუთუ არ გეყო, რომ უდაბნოში დასახოცად გამოგვიყვანე ქვეყნიდან, სადაც რძე და თაფლი მოედინებოდა? და ახლა ისიც გინდა, რომ გაგვიბატონდე! 14არც იმ ქვეყანაში მიგიყვანივართ, სადაც რძე და თაფლი მოედინება, არც ველ-მინდვრები და ვენახები მოგიცია სამფლობელოდ. თვალები გინდა დაუბრმავო ამ ხალხს? არ წამოვალთ!“
15ძალიან ეწყინა მოსეს, და უთხრა უფალს: „ნუ მიხედავ მათ ძღვენს. არც ერთი მათგანისათვის არ წამირთმევია სახედარი, და არც ერთი მათგანისთვის არ გამიკეთებია ბოროტი.“ 16და უთხრა მოსემ კორახს: „შენ და მთელი შენი დასი იყავით უფლის წინაშე ხვალ, შენ და ისინი, და აარონი. 17და აიღეთ თითოეულმა თქვენი საცეცხლურები და დააყარეთ მას საკმეველი, და მიიტანოს თითოეულმა თავისი საცეცხლური უფლის წინაშე – 250 საცეცხლური. და შენ და აარონმაც თქვენ-თქვენი საცეცხლურები მიიტანეთ.“ 18და აიღო თითოეულმა თავისი საცეცხლური და ჩაყარა შიგ ცეცხლი, და დააყარა ზედ საკმეველი, და დადგნენ საკრებულო კარვის შესავალთან, ასევე მოსე და აარონიც. 19და შეკრიბა კორახმა მათ წინააღმდეგ მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან, და გამოეცხადა დიდება უფლისა მთელ თემს.
20და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: 21„გამოეყავით იმ თემს, და მე მოვსპობ მათ წამიერად.“ 22პირქვე დაემხნენ ისინი, და თქვეს: „ღმერთო, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთო, ერთმა კაცმა შესცოდა და მთელ თემზე რად მრისხანებ?“
23და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 24„უთხარი ამ თემს: განერიდონ კორახის, დათანისა და აბირამის გარემოს.“ 25და ადგა მოსე, და წავიდა დათანთან და აბირამთან, და გაჰყვნენ ისრაელის უხუცესები. 26და უთხრა მან თემს: „განშორდით ამ უღვთო ადამიანთა კარვებს, და ნუ შეეხებით ნურაფერს, რაც მათ ეკუთვნის, რათა არ დაიღუპოთ მთელი მათი ცოდვებით.“ 27და განერიდნენ კორახის, დათანისა და აბირამის სადგომებს; ხოლო დათანი და აბირამი გამოვიდნენ და დადგნენ თავიანთი კარვების შესასვლელთან თავიანთი ცოლებით და ძეებით, და მცირეწლოვანი ბავშვებითურთ. 28და თქვა მოსემ: „ამით გაიგებთ, რომ უფალმა მომავლინა მე ყოველი ამ საქმის გასაკეთებლად, და რომ ეს არ მოდის ჩემი გულიდან. 29თუ ესენი ისე დაიხოცებიან, როგორც ყველა ადამიანი კვდება, და ყველა ადამიანის სასჯელი ეწევათ, არ ვყოფილვარ მე უფლის გამოგზავნილი. 30ხოლო თუ ახალ რასმე ჩაიდენს უფალი და გააღებს მიწა პირს და შთანთქავს მათ და ყველაფერს, რაც მათ ეკუთვნით, და ისინი ცოცხლად ჩავლენ შავეთში, იცოდეთ, რომ უფალი დაუგმია ამ ხალხს.“
31დაასრულა თუ არა ამ სიტყვების თქმა, მიწა გამოეცალა მათ ფეხქვეშ; 32დააღო მიწამ პირი, და შთანთქა ისინი და მათი სახლები, კორახის მთელი ხალხი, და მთელი მათი ქონება. 33და ჩაცვივდნენ ისინი და ყველაფერი, რაც მათ ეკუთვნოდათ, შავეთში, და დაფარა ისინი მიწამ, და გადაშენდნენ კრებულიდან. 34მთელი ისრაელი, რომელიც მათ ირგვლივ იყო, გაიქცა მათ ყვირილზე, შეშინებული: ვაითუ ჩვენც გვშთანთქასო მიწამ! 35და ცეცხლი გამოვიდა უფლისაგან და შთანთქა ეს 250 კაცი, რომელთაც მიიტანეს საკმეველი.
36და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 37„უთხარი ელეაზარ მღვდელს, აარონის ძეს, აკრიფოს საცეცხლურები ნახანძრალიდან და ცეცხლი გადაყაროს გარეთ, 38რადგან ამ ცოდვილთა საცეცხლურები წმიდა გახდა მათი სიცოცხლის ფასად. მათი საცეცხლურებისგან გამოჭედონ ფურცლები სამსხვერპლოს გარემოსადებელად, რადგან მათ მიიტანეს ისინი უფლის წინაშე და წმიდა გახდა ისინი. ნიშნად ჰქონდეთ ეს ისრაელიანთ.“ 39და აიღო ელეაზარ მღვდელმა ბრინჯაოს საცეცხლურები, რომლებიც დამწვრებს ჰქონდათ მოტანილი, და გამოჭედეს მათგან სამსხვერპლოს მოსაპირკეთებელი ფირფიტები, 40რათა ახსოვდეთ ისრაელიანებს, რომ უცხო კაცმა, ვინც აარონის შთამომავალი არ არის, არ დაიწყოს უფლის წინაშე საკმევლის კმევა, რომ არ ეწიოს კორახისა და მისი დასის ბედი, როგორც უთხრა მას უფალმა მოსეს პირით.
41მეორე დღეს დრტვინავდა ისრაელიანთა მთელი თემი მოსესა და აარონის წინააღმდეგ, და ეუბნებოდა: თქვენ გაწყვიტეთო უფლის ხალხი. 42და როცა შეიკრიბა თემი მოსესა და აარონის წინააღმდეგ, მიბრუნდნენ საკრებულო კარვისაკენ და დაინახეს, რომ დაფარა ის ღრუბელმა, და გამოცხადდა უფლის დიდება. 43და მივიდნენ მოსე და აარონი საკრებულო კარვის წინ. 44და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 45„მოსცილდით ამ თემს და მოვსპობ მათ წამში.“ და პირქვე დაემხნენ ორივენი. 46და უთხრა მოსემ აარონს: „აიღე საცეცხლური, და ჩაყარე შიგ ცეცხლი სამსხვერპლოდან, და დააყარე საკმეველი, და წადი სწრაფად თემისაკენ და შეუნდე მათ. რადგან გამოვიდა რისხვა უფლისაგან, და იფეთქა შავმა ჭირმა.“ 47და აიღო აარონმა საცეცხლური, როგორც უთხრა მოსემ, და კრებულის შუაგულს მიაშურა. და იხილა, რომ იფეთქა შავმა ჭირმა ხალხში. და ჩაყარა საკმეველი საცეცხლურში და შეუნდო ხალხს. 48ჩადგა იგი მკვდრებსა და ცოცხლებს შორის და შეწყდა შავი ჭირი. 49და შეიმუსრა 12700 კაცი, კორახის გამო დახოცილთა გარდა. 50და დაბრუნდა აარონი მოსესთან საკრებულო კარვის კართან, მას შემდეგ, რაც შეწყდა შავი ჭირი.
လက္ရွိေရြးခ်ယ္ထားမွု
Numbers 16: სბს
အေရာင္မွတ္ခ်က္
မၽွေဝရန္
ကူးယူ
မိမိစက္ကိရိယာအားလုံးတြင္ မိမိအေရာင္ခ်ယ္ေသာအရာမ်ားကို သိမ္းဆည္းထားလိုပါသလား။ စာရင္းသြင္းပါ (သို႔) အေကာင့္ဝင္လိုက္ပါ
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: