1
Mark 5:34
ქართული ბიბლია, სრული ვერსია
ქბსვ
მან კი უთხრა: „შვილო, შენმა რწმენამ გიხსნა შენ, წადი მშვიდობით და განკურნებული იყავი შენი სენისაგან.“
Муқоиса
Mark 5:34 омӯзед
2
Mark 5:25-26
და იყო იქ ქალი, რომელსაც 12 წლის განმავლობაში სისხლის დენა ჰქონდა, და მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან და, რაც კი ებადა, ყველაფერი დაეხარჯა, მაგრამ არაფერს ეშველა, არამედ უარეს დღეში იყო ჩავარდნილი
Mark 5:25-26 омӯзед
3
Mark 5:29
და მყისვე დაიშრიტა მისი სისხლის წყარო და იგრძნო სხეულში, რომ განიკურნა სენისაგან.
Mark 5:29 омӯзед
4
Mark 5:41
მოკიდა ბავშვს ხელზე ხელი და ეუბნება მას: „ტალითა კუმი!“ რაც თარგმანით ნიშნავს: „გოგონა, შენ გეუბნები, ადექი!“
Mark 5:41 омӯзед
5
Mark 5:35-36
ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ მოვიდნენ სინაგოგის მთავრისაგან და თქვეს: „შენი ასული მოკვდა, რაღად აწუხებ მოძღვარს?“ იესომ კი არ მიაქცია ყურადღება ნათქვამს და ეუბნება სინაგოგის მთავარს: „ნუ გეშინია, ოღონდ გწამდეს.“
Mark 5:35-36 омӯзед
6
Mark 5:8-9
რადგან უთხრა მას: „გადი ამ კაცისაგან, უწმიდურო სულო!“ და ჰკითხა მას: „რა არის შენი სახელი?“ და უპასუხა მას: „ლეგიონია ჩემი სახელი, რადგან ბევრნი ვართ.“
Mark 5:8-9 омӯзед
Асосӣ
Китоби Муқаддас
Нақшаҳо
Видео