1
Exodus 32:1
ქართული ბიბლია, სრული ვერსია
ქბსვ
როცა დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებს მოსე მთიდან ჩამოსვლას, შეიკრიბა აარონთან, და უთხრა მას: ადექ, გაგვიკეთე ჩვენ ღმერთები, რომელიც ჩვენი წინამძღოლი იქნება, რადგან იმ კაცს, მოსეს, რომელმაც ამოგვიყვანა ეგვიპტიდან, არ ვიცით, რა შეემთხვა.
Муқоиса
Exodus 32:1 омӯзед
2
Exodus 32:7-8
და უთხრა უფალმა მოსეს: „აბა, ჩადი, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე. მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე: ჩამოასხეს ხბო, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ. ამბობენ: ‘ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან.’“
Exodus 32:7-8 омӯзед
3
Exodus 32:5-6
როცა დაინახა აარონმა ეს, ააშენა სამსხვერპლო ხბოს წინ, და თქვა აარონმა: „უფლის დღესასწაულია ხვალ!“ და ადგნენ დილაადრიანად მეორე დღეს, და მოიტანეს სრულადდასაწველნი, და მიიყვანეს სამშვიდობო მსხვერპლები. და დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. და შემდეგ ადგნენ სალაღობოდ.
Exodus 32:5-6 омӯзед
4
Exodus 32:30
მეორე დღეს უთხრა მოსემ ხალხს: „დიდი ცოდვა გაქვთ ჩადენილი. ახლა ავალ უფალთან, ვინძლო გამოვისყიდო თქვენი ცოდვა.“
Exodus 32:30 омӯзед
Асосӣ
Китоби Муқаддас
Нақшаҳо
Видео