1
Colossians 2:6-7
ბიბლია
სბს
ამიტომ, როგორც მიიღეთ ქრისტე იესო, უფალი, ასევე იარეთ მასში, ფესვგადგმულებმა და მისით აღშენებულებმა, განმტკიცებულებმა რწმენით, როგორც განისწავლეთ, და მადლიერებით აღვსილებმა.
Муқоиса
Colossians 2:6-7 омӯзед
2
Colossians 2:8
გაფრთხილდით, არავინ დაგატყვეოთ სიბრძნისმოყვარეობითა და უაზრო ტყუილებით, ადამიანთა გადმოცემის მიხედვით, ამქვეყნიურ სტიქიათა და არა ქრისტეს მიხედვით.
Colossians 2:8 омӯзед
3
Colossians 2:13-14
და თქვენც, მკვდრები შეცოდებებში და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად. მან მოგვიტევა ყველა შეცოდება. წაშალა ჩვენი ვალების ხელწერილი, რომელიც თავისი დებულებებით ჩვენს წინააღმდეგ იყო, გაანადგურა იგი და ჯვარს მიამსჭვალა.
Colossians 2:13-14 омӯзед
4
Colossians 2:9-10
რადგან მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაების მთელი სისავსე. და თქვენ გაქვთ სავსება მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია.
Colossians 2:9-10 омӯзед
5
Colossians 2:16-17
ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმლისა თუ სასმლისათვის, ან რაიმე დღესასწაულისათვის, ანდა ახალმთვარობათა და შაბათთათვის. ესენი მომავლის ჩრდილია, სინამდვილე კი ქრისტეს სხეულია.
Colossians 2:16-17 омӯзед
Асосӣ
Китоби Муқаддас
Нақшаҳо
Видео