YouVersion
Pictograma căutare

გამ. 27

27
სამსხვერპლო
1და გააკეთე სამსხვერპლო აკაციის ხისაგან ხუთი წყრთა სიგრძისა და ხუთი წყრთა სიგანისა. ოთხკუთხედი იყოს სამსხვერპლო, სამი წყრთის სიმაღლისა.
2და გაუკეთე მას რქები მის ოთხივ კუთხეზე. მისგანვე იყოს მისი რქები და მოჭედე იგი სპილენძით.
3და გაუკეთე მას ქოთნები ფერფლის ჩასაყრელად, და მისი ნიჩბები, და მისი სასხურებელნი, და მისი ჩანგლები, და მისი აქანდაზები, ყოველი მისი ჭურჭელი სპილენძისგან გააკეთე.
4და გაუკეთე მას ცხაური ბადისებრი ნაკეთობისა სპილენძისაგან, და ბადეზე გაუკეთე ოთხი რგოლი სპილენძისა მის ოთხ კიდეზე.
5და დადევი იგი სამსხვერპლოს წრიული შვერილის ქვეშ. ქვევიდან ბადე სამსხვერპლოს ნახევრამდე იყოს.
6და გაუკეთე კეტები სამსხვერპლოს, კეტები აკაციის ხისა და მოჭედე ისინი სპილენძით.
7გაეყაროს მისი კეტები რგოლებში და იყოს კეტები სამსხვერპლოს ორივე გვერდზე, მის სატარებლად.
8ღრუიანი გააკეთე იგი ფიცრებით. როგორც გიჩვენე შენ მთაზე, ეგრე გააკეთონ.
9და მოაწყვე სავანის ეზო სამხრეთის მხრისაკენ, ნეგებისაკენ. ფარდები ეზოსათვის გრეხილი ბისონისა, ასი წყრთის სიგრძისა ერთ მხარეზე.
10და სვეტები მისი ოცი და მათი კვარცხლბეკები ოცი, სპილენძისგან. სვეტების დუგმები და მათი რკალები ვერცხლისა.
11და აგრეთვე ჩრდილოეთის მხარის გასწვრივ, ასი წყრთის სიგრძის ფარდები. და სვეტები მისი – ოცი, და მათი კვარცხლბეკები – ოცი, სპილენძისა. და სვეტების დუგმები და მათი რკალები, ვერცხლისა.
12და ეზოს სიგანეზე დასავლეთით – ფარდები ორმოცდაათი წყრთისა. მათი ათი სვეტი და ათი კვარცხლბეკი.
13და ეზოს სიგანეზე აღმოსავლეთით, მზის აღმოსავლისკენ – ორმოცდაათი წყრთა,
14და თხუთმეტი წყრთა ფარდები ერთი მხარისათვის მათი სამი სვეტითა და მათი სამი კვარცხლბეკით.
15და მეორე მხარისათვის – თხუთმეტი ფარდა სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით.
16და ეზოს ბჭისათვის ფარდა – ოცი წყრთა, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილებისა და დაგრეხილი ბისონისა, მქარგავის ნაკეთობით. ოთხი სვეტი და ოთხი კვარცხლბეკი.
17ეზოს ყოველი სვეტი ირგვლივ შეერთებული იყოს ვერცხლის რკალებით. მათი დუგმები ვერცხლის იყოს, და მათი კვარცხლბეკები – სპილენძისა.
18ეზოს სიგრძე ასი წყრთაა და სიგანე – ორმოცდაათი ორმოცდაათზე. სიმაღლე ხუთი წყრთაა, გრეხილი ბისონისა, მათი კვარცხლბეკნი – სპილენძისა.
19სავანის ყველა ჭურჭელი ყოველი მისი სამსახურისთვის და ყველა მისი პალო და ეზოს პალო – სპილენძისა.
20უბრძანე ისრაელის ძეთ მოგიტანონ სუფთად გამოხდილი ზეთისხილის ზეთი გასანათებლად, რათა მუდამ ენთოს ლამპარი.
21საკრებულო კარავში ფარდის გარეთ, რომელიც მოწმობის კიდობნის წინაა, ენთოთ იგი აარონსა და მის ძეთ მწუხრიდან დილამდე, უფლის წინაშე. ეს საუკუნო წესია მათი თაობებისათვის ისრაელის ძეთაგან.

Selectat acum:

გამ. 27: GEO02

Evidențiere

Copiază

Compară

Împărtășește

None

Dorești să ai evidențierile salvate pe toate dispozitivele? Înscrie-te sau conectează-te