უბრძანე ისრაელის ძეთ მოგიტანონ სუფთად გამოხდილი ზეთისხილის ზეთი გასანათებლად, რათა მუდამ ენთოს ლამპარი.
საკრებულო კარავში ფარდის გარეთ, რომელიც მოწმობის კიდობნის წინაა, ენთოთ იგი აარონსა და მის ძეთ მწუხრიდან დილამდე, უფლის წინაშე. ეს საუკუნო წესია მათი თაობებისათვის ისრაელის ძეთაგან.